x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ყიყლიყოს განსხვავებული ვარიანტი
image შემოგთავაზებთ ყიყლიყოს მომზადების განსხვავებულ რეცეპტს, რომელიც დღეს შეიქმნა . ეს ''ექსკლუზივია''

ჩვეულებრივი ყიყლიყოს მომზადება ყველამ იცით.

შეგახსენებთ, რომ მის მოსამზადებლად საჭიროა კვერცხი აითქვიფოს რძესთან ერთად და ამ მასაში ამოვლებილი პური ზეთიან ტაფაზე შეიწვას.

ახალი მეთოდი:


1. აიღეთ ჯამი და ჩაახალეთ კვერცხი

2. შეურიეთ ცოტა არაჟანი

3.ჩაახეხეთ: ყველი, ცოტა სტაფილო, ცოტა პომიდორი(შეიძლება ტომატიც), ნიორი და მარილი.


ეს ყველაფერი კარგად გადაურიეთ, მასში ამოავლეთ თხლად დაჭრილი პური და ზეთიან თაფაზე შეწვით ორივე მხრიდან.

მე მომეწონა. აბა თქვენც სინჯეთ.

20
45781
24-ს მოსწონს
ავტორი:bekanare
bekanare
45781
  
2016, 1 მაისი, 22:33
ნიორიოო? დიახ, ისე მაგრა უხდება, უცხოეთშიც ზუსტდა ნივრიტ ჭამენ, ეგ რეცეპოტი არ ვიცი ამდენი რამ რატ უნდა, აკეტე ჩვეულებრივ ყიყლიყოს და მოასვა ზედ მაწონს ნივრიტ, უმაგრესია, გერმანიში რომ ვიყავი იქაც ეგრე ჭამეს და გვოცდი მეგონა მარტო ჩვენნტან ვჭამტ ეგრე

ასევე მაკარონს მოასხიტ ეგ, ზაან მაგარია
2015, 16 მარტი, 17:17
ნიორიიი? კარგი იქნება ძალიან.
2014, 5 იანვარი, 13:06
გოზინაყის ,,ექსკლუზივი"ც ხომ არ იცის ვინმემ? არაჟნით ან კაკლის მურაბით?
2013, 9 დეკემბერი, 0:12
მანდ მე მგონი აკლია მაწონი და კალბასი...
2013, 9 დეკემბერი, 0:10
gsmlok, შენ გაიხარეე.... რა ვიცინე ადამიანო... სულ გადამავიწყდა მე რა უნდა დამეპოსტა..
2013, 12 ნოემბერი, 11:20
აჯაფსანდალი მზადაა, პურიც შიგნითაა ჩამტვრეული;)
2013, 1 ნოემბერი, 23:37
კარგით რა ნიორი მგონი ცოტა ზედმეტი იყო :)
2013, 10 მაისი, 19:50
გადაიღეთ გადაიღეთ სანამ ცხელია :)
2013, 22 აპრილი, 15:42
აუ ყიყლიყო მიყვარს ძალიან
2013, 16 აპრილი, 23:11
ჩაგეთვალააა::::))))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10