პეტრე კოლხის ემოციური პოსტმა გარდაცვლილზე საზოგადოების დიდი ტკივილი და თანათგრძნობა გამოიწვია : "ჩემი დედოფალი გოგო ორმოცი დღეა არ გამოჩენილა. ადრე ამდენს რომ დააგვიანებდა, ვწრიალებდი, გზას ყველა მიმართულებით გავყურებდი, ნეტავ რომელს ამოყვება თქო... ახლა ზუსტად ვიცი სად არის და როგორც იქნება...
მარინე, მომენატრე შენ ჩემო ყველაზე უცნაურო.
რა სისულელეა, თემქის მიწა დაგიტევს, სამყარო ვერ გიტევდა?! იქ უბრალოდ, შენი გადაცმული სხეული გაიხადე და ახლა უფრო მეტს მოგზაურობ...
რამდენჯერ “მიმიხურავს" კარები, რამდენჯერ მითქვამს, წადი, აღარ დაბრუნდე თქო, რამდენჯერ ბრაზი მომრევია, ოღონდ გულს ქვემოთ სიცილით ვკვდებოდი და შენც რომ მოხვდებოდი, მეტყოდი, რაც მეტად მომიშორებ და იჩხუბებ, მით მეტად მეყვარები და არც არსად დავაპირებ წასვლასო... ამ სიტყვების მერე, მაშინაც ვიცოდი შენი ფასი და შენი წასლის წამიდან მითუმეტეს...
პატარა ბავშვიბით დავხტოდი, შენი გაძეძილი თმებით ტაძრისკენ მომავალ ქუჩებს რომ მოედებოდი... შენგან ათასი სიკეთე ვისწავლე. უპირველესად ის, ვინც მართლა გიყვარს და ვერ გიყვარს, ყველას ერთგულად და მსახურად რომ უნდა დარჩე...
ფუფალასაც არ შეუსრულებია ისე კარგად მისი როლი, შენ რომ მოირგე...
ფუფალა ჩემთვის წუთისოფლიდან ზურგდექცეული, ყველასგან გარიყული, მაგრამ ღვთით გაჟღენთილი ადამიანის სიმბოლოა... შენ ყველაში ზეციურ სიძეს ეძებდი და ალბათ იპოვე...
ხშირად გითქვამს, უამრავი ტაძარი ამიშენებიაო, შეიძლება ასეც იყოს... ჩვენ კი ნამდვილად გვაშენებდი, გვაშენებდი და გვაშენებდი, ჰოდა, ბოლომდე აგვაშენე, გეხვეწები...
დალოცე ჩემი პატრიარქი, სვეტიცხოვლის მამები, ჩემი შენი სიყვარულით გაჯერებული მრევლი... ყველაზე მეტად ისინი დალოცე, ვისაც შენთვის დაუცინია, უჩხუბია, უნდობლობა გამოუჩენია...
არ ვიცი, რა აზრი ჰქონდა ამ წერილის წერას, ან წაკითხვას, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ..."!["თემქის მიწა დაგიტევს, სამყარო ვერ
გიტევდა?!" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201607/2016072810222910302.jpg)