ტკბილეული მოამზადეთ გემრიელი ტკბილეული 10 წუთში- რეცეპტები 2016, 28 ივლისი, 10:46 ![]() 1. "მაფინი" ფინჯანში. ![]() ინგრედიენტები: 3 ს.კ. ფქვილი. 1 ჩ.კ. ხსნადი ყავა. 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი. 2, 5 ს.კ. შაქარი. 1/4 ს.კ. გამაფხვიერებელი. 2 ს.კ. რძე. 2 ს.კ. მცენარეული ზეთი. 1/2 ჩ.კ. ვანილი. 1 ცალი კვერცხი. მომზადების წესი- თასში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, კაკაოს ფხვნილი, ხსნადი ყავა და გამაფხვიერებლი. აურიეთ კარგად. დავამატოთ რძე, კვერცხი, ზეთი და ვანილი. ურიეთ ჩანგლით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცხიმწასმულ ფინჯანში გადმოვიტანოთ და შევდგათ მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 90 წამის განმავლობაში (წუთნახევარი). თქვენი დესერტი მზადაა. გაგრილების შემდეგ შეგიძლიათ ზემოდან ვანილის ნაყინი დაადოთ და ასე მიიტანოთ სუფრასთან. 2. შოკლადის "ბრაუნი". ![]() 150 გრამი კარაქი. 65 გრამი კაკაოს ფხვნილი. 200 გრამი შაქარი. 100 გრამი ფქვილი. 2 ცალი კვერცხი. 1 ჩ.კ. ვანილი. მომზადების წესი- გაალღვეთ კარაქი, დაამატეთ შაქარი, კაკაო, ვანილი და აურიეთ კარგად. დაამატეთ ჯერ ერთი კვერცხი და კარგად ათქვიფეთ, შემდეგ მეორე, ბოლოს დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით ცხიმწასმულ ყალიბში, შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ მაღალ ტემპერატურაზე 4-5 წუთის მანძილზე. 3. შოკოლადის ტორტი. ![]() 100 გრამი ფქვილი. 100 გრამი შაქარი. 50 გრამი კარაქი. 3 ცალი კვერცხი. 100 გრამი შოკოლადი. 1 ქილა "Nutella". 1 ჩ.კ. ვანილი. მომზადების წესი- კარაქი და შოკოლადი ავზილოთ ერთად. ცალკე ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი შაქრის სრულ გახსნამდე და შემდეგ დავამატოთ ფქვილი. ავურიოთ კარგად, თხიერი მასის მიღებამდე. შევურიოთ მასას კარაქისა და შოკოლადის ნაზავი და სოდა, კიდევ ავურიოთ. მიღებული ცომი გამოვაცხვოთ მაღალ ტემპერატურაზე 5 წუთის მანძილზე. გამომცხვარი ცომი მთელს სიგანეზე გავჭრათ სამ ნაწილად. ფენა-ფენა წავუსვათ Nutella და დავაკროთ კვლავ ერთმანეთს. Nutella-თი მოვრთათ ზედაპირიც. უგემრიელესი ტორტი მზადაა. 1498 16-ს მოსწონს
|