"არასოდეს ენდოთ ქალს მაკიაჟით" - ფოტოები
ყველამ ვიცით თუ რას წარმოადგენს ფოტოშოპი და რა ძალა გააჩნია მას. ფოტოების დამუშავება არა მარტო ეგრედ წოდებულ "უბრალო" ადამიანებშია პოპულარული არამედ ამ ხერხს ვარსკვლავებიც მიმართავენ, თავიანთი ნაკლების დასაფარად. ფოტოშოპის გამო უკვე ძალიან "საშიში" გახდა სოციალურ ქსელში ადამიანის გაცნობა და მისი გარეგნობის მიხედვით შეფასება, რადგან მისი სილამაზე შეიძლება უბრალოდ "ფოტოშოპი" აღმოჩნდეს. ამას ემატება ისიც, რომ ქალის "ქუჩაში" გაცნობაც გახდა საშიში.. ყველამ კარგად იცის, რომ არსებობს მაკიაჟი, ცოცხალი ფოტოშოპი, რომელიც არანაკლებ პოპურალურია ვიდრე ფოტოშოპი. მაკიაჟს თითქმის ყველა ქალი იყენებს და მას შეუძლია ნამდვილი ურჩხულიც კი ლამაზმანად აქციოს. რა თქმა უნდა, ყველა ქალი უნდა უვლიდეს თავს თუმცა ძალიან ბევრს ზედმეტები მოსდით. ზოგს სასაცილოდ გამოსდის მაკიაჟის გაკეთება ზოგი თავს ილამაზებს, ზოგი კი ასი პროცენტით იცვლის საკუთარ გარეგნობას მისი დახმარებით. ამის გამო კაცები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ქუჩაში გაცნობილ ლამაზ გოგონაში შეიძლება "კატასტროფულად" შეცდნენ.
გთავაზობთ ფოტოებს სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს გოგონა მაკიაჟამდე და მის შემდეგ. მაკიაჟის საოცარი შესაძლებლობები არცერთი გოგონასთვის/ქალისთვის არაა უცხო და ალბათ დამეთანხმებით, გოგოებო, და არა მარტო გოგოებო, რომ კარგად და სწორად გაკეთებულ მაკიაჟს შეუძლია ნამდვილი ურჩხულიც კი ლამაზმანად აქციოს.
გთავაზობთ ფოტოებს: