სხვა ლამაზი ფიგურის საიდუმლო: ბოქსი, სირბილი და ცეკვა 2012, 4 ივნისი, 20:10
სპორტკლუბებში სიარული ყოველთვის შესაძლებელი და მოსახერხებელი არ არის, ამიტომაც შემოგთავაზებთ ალტერნატიულ საშუალებებს, რომელსაც ცნობილი მოდელები იყენებენ ფორმის შესანარჩუნებლად, თუმცა აქვე გვაფრთხილებენ, რომ ბოლომდე მოგიწევთ დახარჯვა სასურველი შედეგის მისაღებად.
სირბილი სუფთა ჰაერზე-4 შვილის დედა, მსოფლიო დონის მოდელი heidi klum-ი სირბილის დიდი მოყვარულია, ყოველ დილით თავის ტრენერთან ერთად დარბის სუფთა ჰაერზე. შედეგს კი ნამდვილად სასურველს იღებს. ეს ალბათ ყველაზე ადვილი საშუალებაა ფორმის შესანარჩუნებლად. საბრძოლო კლუბი-ადრიანა ლიმა მშვენიერ ფორმებს ჯერ ყოველდღიურად სახტუნაოზე 10 წუთიანი ხტუნვით და შემდეგ ბოქსით ინარჩუნებს.ბოქსი კარგია კარდიოსისტემისთვის და ასევე ამკვრივებს კუნთებს. მეორე ანგელოზი, რომელიც საბრძოლო ხელოვნების მოყვარულია არის ალესანდრა ამბროსიო, იგი აქტურად მისდევს "capoeira"-ს (საბრძოლო ხელოვნება, რომელიც მოიცავს ცეკვას და აკრობატიკას). ცეკვა-კიდევ ერთი პოპულარული ვარჯიში ვარსკვლავებითვის. ჯენიფერ ლოპესი ბავშვობიდან აქტიურად არის დაკავებული ცეკვით და ყოველდღე ვარჯიშობს რამდენიმე საათი. იგი აღიარებს, რომ სწორედ ცეკვა ეხმარება მისი ფორმის სხეულს შეინარჩუნოს სიმკვრივე. რაც მთავრია ვარჯიშებს მაშინ აქვს შედეგი თუ მისი შესრულება სიამოვნებას განიჭებთ. 381 2-ს მოსწონს
|