ელ. წიგნები როგორ მოვამზადოთ საზამთროს ნაყინი? 2016, 25 ივლისი, 17:10 საზამთრო - ერთ ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი გოგროვანთა ოჯახისა. ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული; შეფერილობა — თეთრიდან მუქ მწვანამდე. კანი შეიძლება მოხატული იყოს ბადისებრი ვარაყით ან ზოლებით, ლაქებით და სხვა. რბილობი ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელია. საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშები: „მუხრანის“, „კახური“, „შავი“, „სოხუმის“ და სხვა. საზამთროს ნაყოფის რბილანა გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და კარგად კლავს წყურვილს. თითქმის ყველას გვიყვარს, დღე არ გავა, რომ ჩვენი მაცივრები საზამთრომ არ დაამშვენოს. უმეგრიელი და ძალიან სასარგებლო ხილის სახეობა. საზამთროსგან ბევრი რამ შეიძლება დავამზადოთ. მაგალითად: საზამთროს ჟელე, ნაყინი, ტორტი, სალათი და ა.შ. დღევანდელ სტატიაში მაქსიმალურად ვეცდები, რომ აგიხსნათ, თუ როგორ შეიძლება სახლის პირობებში საზამთროს ნაყინის გაკეთება!!! პირველ რიგში კარგად უნდა გავყინოთ საზამთრო! მასალები: 5 ნაჭერი საზამთრო 1/2 პაკეტი კრემი 1 ჭიქა რძე ნახევარი ჭიქა შაქარი როგორ მზადდება? ამოცალეთ კურკები და დაჭერით პატარა კუბებად! ხელის ბლენდერით კრემი ათქვიფეთ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ, ბლენდერით საზამთრო დაჭყლიტეთ. ამ პროცესის დასრულებისას, შეურიეთ ერთმანეთს დაჭყლეტილი საზამთრო, კრემი, შაქარი და რძე. რათქმაუნდა შაქარი ამ ნარევში აუცილებლად უნდა გაიხსნას ბოლომდე. შემდეგ ჩადეთ საყინულეში დაახლოებით 5 საათის განმავლობაში და დაელოდეთ! ფორმები თავად უნდა აირჩიოთ! 5 საათის შემდეგ, ნაყინის ჯოხების საშუალებით, შეძლებთ საუკეთესო შედეგის მიღებას! დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ფოტოს! როგორც ქვემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ, შეგიძლიათ შეურიოთ სხვადასხვა ხილი და ჩაატაროთ გემრიელი ექსპერიმენტები! წარმატებებს გისურვებთ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 137 11-ს მოსწონს
|