სხვა "უკიდურესი სიმახინჯე და სამარცხვინო ქაჯობა!"-ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა. გროვდება ხელმოწერები ოლიმპიური სამოსის შესაცვლელად. 2016, 24 ივლისი, 9:42 ![]() ქართველი ოლიმპიელები ფიცის დადების და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე, გულშემატკივრებისა და მედიის წინაშე კომპანია "სამოსელი პირველის" მიერ შეკერილი ტანსაცმლით წარსდგნენ. როგორც მოგეხსენებათ, ოლიმპიურ თამაშებში ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში იმართება, სადაც 13 ოლიმპიურ სახეობაში მონაწილეობას 39 ქართველი სპორტსმენი მიიღებს, რომელთაგან 9 გოგონაა. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე კომენტარი გააკეთა, სადაც მან აღნიშნა: "ოლიმპიელების ჩაცმულობაზე მუშაობისას ყურადღება ეროვნულ დეტალებზე გავამახვილეთ, რაზეც კომპანია "სამოსელი პირველმა" იზრუნა და ჩვენი შეკვეთა შეასრულა. ჩემი აზრით, გოგონებიც და ბიჭებიც კარგად გამოიყურებიან და აღლუმზე გამოსვლის დროს გამოჩნდება, რომ ეს ჩვენი ნაციონალური ორნამენტებით მორთული ფორმაა." თუმცა, სხვაგვარი რეაქციები ჰქონდათ სოციალური ქსელის მომხმარებლებს. ქართველი სპორტსმენების ოლიმპიურმა ჩაცმულობა საყოველთაო განსჯა და კრიტიკა გამოიწვუია აი, რას წერენ სოციალურ ქსელში ოლიმპიელების ჩაცმულობაზე. მაია დარსმელიძე: "რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე კი არა - რიოს კოსტიუმირებულ კარნავალზე... ჩვენები უჩქუდუკის კოსტიუმებში წარსგდებიან..." "ყველაზე ცუდი ისაა, რომ სულ არ აქვს მნიშვნელობა ის საოცარი ტანსაცმელი ვის მოგვწონს და ვის არა. გარე თვალისთვის ერთ ბანძუშკა ქვაბში ვართ სუუყველა." ![]() ![]() "არ ვიცი ვისი იდეაა, მაგრამ დროულია... იქნებ მოესწროს რამე... ბმულზე უნდა შეხვიდეთ და ხელი მოაწეროთ." ![]() ![]() უკიდურესი სიმახინჯე და სამარცხვინო ქაჯობა - აი, რა არის ეს, ქართული ოლიმპიელების სამოსი კი არა!" "დედას ვფიცავარ, ასეთი გაბრაზებული ნიუსფიდი და ეროვნული ერთსულოვნება თუ მახსოვდეს, 40 წლის მოვიყარე კაცი." ![]() ![]() ![]() "ჩემო ძვირფასებო, კრიტიკას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს, მაგრამ სანამ რამის კეთებას დააპირებთ მითუმეტეს ისეთის, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა იხილოს იქნებ გადაგეხედათ ტენდენციებისთვის? ნახეთ რალფ ლორენის ფორმები და კიდევ კალენდარს დახედეთ ხოლმე, რომელ საუკუნეში ცხოვრობთ". ![]() ![]() ![]() სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ხელმოწერებს აგროვებს ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობის შესაცვლელეად: "ვითხოვთ შეიცვალოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმა, რადგანაც პრეზენტაციის შემდეგ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ არ მოსწონდეთ არსებული ფორმა. მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რათა თუნდაც არსებული ფორმის გადაკეთება მოხდეს, ისე, როგორც თანამედროვე კულტურულ სახელმწიფოს შეეფერება!" ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1531 5-ს მოსწონს
|