"სევდიანად იცქირება ღვთისმშობელი გიურზებივით ჩაგრეხილ ალაჰის, მუჰამედის... არაბულ წარწერათა შორის ..."
აია სოფიას ტაძარში გადაღებულ სურათს ზურაბ გურული საკუთარ ფეისბუქ გვერძე ეხმაურება სათაურით "სევდიანი ღვთისმშობელი".ყოფილი ბიზანტიური მართმადიდებლური ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა და მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების ჩატარება დაიწყო...ეს შენობა იმდენად დიდი და ძველია, რომ მას მსოფლიოს მერვე საოცრებადაც კი მოიხსენიებენ.წარმოგიდგენთ ზურაბ გურულის გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში :
"აწი ვინ იცის კიდევ როდის ...
სევდიანი ღვთისმშობელი
– _______________________
ისტანბულში, აია სოფიას ტაძარში, ჭერზე, იმ კუთხეში, სადაც ადრე, 1453 წლამდე საკურთხეველი იყო, ღვთისმშობლის ფრესკაა. ქვემოთ, მეჰმედ მეორის მიერ აშენებული, მექასკენ მიმართული მიჰრაბია; ზემოთ კი, აქეთ-იქეთ დიდი მწვანე მედალიონები ჩამოუკიდია აბდულმეჯიდ სულთანს მე-19 საუკუნეში.
უცნაურად სევდიანად იცქირება ღვთისმშობელი გიურზებივით ჩაგრეხილ ალაჰის, მუჰამედის, ჰასან-ჰუსეინისა და ხალიფების არაბულ წარწერათა შორის ...
... ერეკლეს დროინდელი საქართველო გამახსენა რატომღაც, ალიასა და ოსმანას მიერ გაწეწილ-განაწილებული, სევდიანად ამაყი და ამაყად სევდიანი; ჯერ კიდევ სახელმწიფოდ წოდებულ-მიჩნეული და მერე კონსტანტინოპოლივით დარდიმანდულად გამეტებულ-დავიწყებული...
მარადიული სევდის დედაქალაქია ისტანბული ..."