რა არ გიყვარდა ბავშვობაში ყველაზე მეტად? პირადად მე _ თითიდან სისხლის აღება. მაშინ ასე მეგონა, რომ იმ მომენტში ჯოჯოხეთურ ტკივილს ვგრძნობდი.
მაგრამ გავიზარდე, და ამ პროცედურას უფრო მშვიდად დავუწყე ყურება. ახლა მე აი რა მაინტერესებს: რატომ იღებენ სისხლის ანალიზს არათითიდან? არასოდეს არ დაფიქრებულხარ ამაზე?
აღმოჩნდა, რომ ამას აქვს გონივრული ახსნა. თითების ბალიშები _ სხეულის საუკეთესო ნაწილია, საიდანაც შეიძლება მცირე რაოდენობის სისხლის აღება. თვითონ განსაჯეთ: თითის ბალიშებზე არ არის თმის საფარი, მასში არის ბევრი კაპილარები და ადვილია მათზე ზეწოლა. კანი არათითზე უფრო თხელია, ვიდრე დანარჩენ თითებზე და აქვს ნაკლები ნერვული დაბოლოებები, მათ შორის ტკივილის რეცეპტორები.
სწორედ ამიტომ ამ თითიდან სისხლის აღება შედარებით უმტკივნეულოა და საშიშიც არაა! ნეკა თითი მაგალითად, მჭიდროდაა დაკავშირებული მაჯასთან და ამიტომ, ღმერთმა ნუ ქნას და თუ ნეკა თითის ჭრილობაში ინფექცია შეიჭრა, ანთება
შეიძლება გავრცელდეს მთლიანად მაჯამდე. აი ასე... თუ ეს ფაქტი საინტერესოდ მოგეჩვენა, გაუზიარე მეგობრებს.