x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როდესაც ყველა სახის აკრძალვა იხსნება: სექსუალური რევოლუციების ციკლურობა (+16)

გაგებას «სექსუალური რევოლუცია», ჩვეულებრივ, XX საუკუნის II ნახევარს უკავშირებენ, როდესაც ახალგაზრდები, რომლებიც დაბადებულები იყვნენ II მსოფლიო ომის შემდეგ, საჭიროდ არ თვლიდნენ, ძველი შეხედულების მორალის წესების დაცვას. ამავე პერიოდში, ამერიკაში დაიწყო ჟურნალი Playboy-ის გამოცემა, რომელიც მაშინვე მონათლეს ჟურნალად სექსის შესახებ. მაგრამ ჟურნალის დამფუძნებელი, ჰიუ ჰეფნერი, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამბობდა: «მე არასოდეს ვთვლიდი Playboy-ს ჟურნალად სექსის შესახებ. ის ჩემთვის ყოველთვის იყო, ჟურნალი ცხოვრების წესის შესახებ, რომელშიც სექსი, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია».


image

ჟურნალი «Playboy» -ს გამოცემა 1953 წელს დაიწყო


სექსუალური რევოლუცია მეოცე საუკუნის მოვლენა არ არის. ძველი რომიდან დაწყებული, მსგავსი რევოლუციები, წარსულშიც არაერთხელ მომხდარა.

ათვლის წერტილად ძველ ტომებს თუ მივიჩნევთ, იქ, ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი შეზღუდვა არ იყო დაწესებული. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, ინტიმური ურთიერთობების რეგლამენტირება დაიწყო. ძველ საბერძნეთში, თავისუფალი ურთიერთობები მხოლოდ ქალებისთვის იყო აკრძალული, ხოლო მამაკაცებისთვის – არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ელინები პატივს სცემდნენ ქორწინების ინსტიტუტს.


imageრომაელები დაცემის დროს. თომა კუტიური, 1847 წ. ფრაგმენტი.


ძველ რომში, თავისუფალი სიყვარულის ეპოქა, ჩვენი ერის I საუკუნეში დაიწყო და ის კალიგულას ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს ემთხვევა. ცნობილია, რომ იმპერატორმა, საკუთარი თავი, ღმერთის განსახიერებად გამოაცხადა და გააუქმა ყოველგვარი შეზღუდვა, ამ საკითხთან დაკავშირებით. მის მიერ მოწყობილი ორგიების შესახებ, ლეგენდები დადიოდა.

image

image"Floralia" (გაზაფხულის ღვთაების ზეიმი ძველ რომში). პროსპერ პიატი, 1899 წ.


თუ იმპერატორი საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევდა, უბრალო ხალხიც მოხარული იყო თავაშვებულობის გამო. საროსკიპო ყველა მოსახვევში იყო გახსნილი, ხოლო პროსტიტუციით მხოლოდ ღარიბები კი არა, მმართველ ელიტასთან დაახლოებული ქალბატონებიც იყვნენ დაკავებულები.
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. წარმართული ღმერთების ადგილი ქრისტიანულმა რელიგიამ დაიკავა და თავისუფალი სიყვარული ცოდვად გამოცხადდა.

შუასაუკუნეები რენესანსის ეპოქამ შეცვალა. ამ ცვლილებას ბიძგი, 1453 წ. ოსმანეთის იმპერიიდან გამოქცეულმა, ბიზანტიელმა (ბიზანტია – რომის იმპერიის აღმ. ნაწილი, რომელმაც რომის იმპერიის დას. ნაწილის დაცემის შემდეგ, კიდევ 1000 წლის მანძილზე შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ელინისტური კულტურა.) ლტოლვილებმა მისცეს. მათ ახლიდან გააცნეს ევროპელებს ანტიკური ტრადიციები. კათოლიკური ეკლესიის შეზღუდვებით გადაღლილმა საზოგადოებამ, სიამოვნებით შეითვისა ბიზანტიელების «გაკვეთილები» და თავისუფალი სიყვარულის პუნქტი, ცოდვების სიიდან ამოიღო.

XVI–XVIII საუკუნეებში კურტიზანების და ფავორიტების არსებობა აღარავის უკვირდა და არავინ თაკილობდა, მფარველობის (საჩუქრები, ცხოვრების ხარჯები, სახლი, მოსამსახურე, მდგომარეობა საზოგადოებაში და ა. შ.) სანაცვლოდ, გავლენოანი და მდიდარი ადამიანის საყვარელი გამხდარიყო.



imageლუდოვიკო XV და მისი ფავორიტი მარკიზა დე პამპადური


XIX საუკუნეში, პროტესტანტულმა ეკლესიამ მორალზე კონტროლის სადავეები საკუთარ ხელში აიღი, ხოლო ეპოქას – ვიქტორიანული ეწოდა. თავად ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია (1819-1901 წწ.) ძალიან მკაცრი იყო ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით. იმ პერიოდში, ინტიმური კავშირები ქორწინების გარეშე, გარყვნილობად ითვლებოდა, ხოლო ერთსქესიანი კავშირის შემთხვევაში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან ციხეში უშვებდნენ.

ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, ქალებს სულ უფრო მეტად ეძლეოდათ «მამაკაცის» პროფესიების ათვისების საშუალებები. გააცნობიერეს რა, თავისი ძალა და მინშვნელობა, რომელიც მათ საზოგადოებაში ეჭირათ, დააარსეს სუფრაჟისული (ფრ. suffragettes, ფრ-დან. suffrage — საარჩევნო უფლება) მოძრაობა. ისინი საარჩევნო უფლებების მიღებასთან ერთად, ქალების დისკრიმინაციის წინააღმდეგაც იბრძვოდნენ, როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ეს მოძრაობა, მოგვიანებით, «ფემინიზმში» გადაიზარდა და უკვე ახალი მოძრაობის სახელით, ქალებმა ბრძოლა დაიწყეს თავიაანთი უფლებებისთვის: ისინი აკრძალვების მოხსნას ითხოვდნენ აბორტზე, გაყრაზე და ქორწინების გარეშე კავშირებზე.


imageსუფრაჟისტების დემონსტრაცია ლონდონში, 1910 წ.

თვალს თუ გავადევნებთ XX საუკუნის ისტორიას, ნათელი გახდება, რომ სექსუალური რევილუცია, ყოველ ათწლეულში, სულ უფრო მეტად იკრებდა ძალას. XXI საუკყნეში, დემოკრატიულ ქვეყნებში, აღარანაირი ტაბუ არ არსებობს, არცერთი სქესისთვის. ყველა საკუთარი თავის პატრონია და თითოეული ადამიანის უფლებები იქ მთავრდება, სადაც სხვა ადამიანის უფლებები იწყება.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, არაოფიციალურად, ოქტომბრის რევოლუციის დევიზი «ყველაფრის მტვრევა» იყო და ყველაფერში, ქვეყნის პატრიარქალური წესიც იგულისხმებოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლენინის მიერ გამოცემული პირველი დეკრეტი, აკრძალვებს აუქმებდა ჰომოსექსუალიზმზე და ქორწინების გარეშე ურთიერთობებზე. წინა ღირებულებები, წარსული ეპოქის გადმონაშთებად გამოცხადდა და ყველას ყველაფრის უფლება მიეცა. მოსკოვის და პეტერბურგის ქუჩებში, დრო და დრო, ორგანიზაცია «ძირს სირცხვილის» სრულიად შიშველი წევრები ჩნდებოდნენ ლოზუნგებით. მაგრამ, როდესაც რევოლუციით გამოწვეული ვნებათაღელვა ჩაცხრა, ხელისუფლებამ თავისუფალი სიყვარული აკრძალა. კომუნისტებისთვის ისევ ოჯახი გახდა პრიორიტეტული და დაიწყო ბრძოლა პროსტიტუციის წინააღმდეგ.


imageორგანიზაცია «ძირს სირცხვილის» პლაკატი (1924 – 1925 წწ, )

image

დღეს მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც პროსტიტუცია დაკანონებულია და არის ქვეყნები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურია:

image

1
461
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
461
  
2016, 25 ივლისი, 13:56
თუ ერთნაირ სქესიანთა შეუღლებას ან ქორწინებას აღიარებ მაშინ, არ შეიძლება შენ თავს ქრისტეს მიმდევარი უწოდო.
0 1 1