x
image
თამმარ თედიაშვილი
თურქეთის პირველი სამხედრო გადატრიალება

image თურქეთის პირველი სამხედრო გადატრიალება მოხდა 1960 წლის 27 მაისს. ეს იყო პირველი მცდელობა რესპუბლიკურ თურქეთში, როდესაც სამხედროები რადიკალური გზებით ჩაერივნენ ქვეყნის პოლიტიკაში. ამ დროს პრეზიდენტია ჯელალ ბაიარი, რომელიც იყო რიგით მესამე. ქვეყანაში უკმაყოფილება პიკს აღწევდა, უფრო და უფრო მცირდებოდა დემოკრატიული პარტიის მომხრეთა რიცხვი, მოსახლეობა გაწბილებული დარჩა მათი მეტამორფოზით, მათი დაპირებებით და რეალურად საპირისპირო ქმედებებით. ქვეყანა რთულ ვითარებაში იმყოფებოდა, ეკონომიკური კრიზისი იყო, გლეხებში უკმაყოფილება იზრდებოდა, შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება, ხურავდნენ დამოუკიდებელ ჟურნალ-გაზეთებსა და აპატიმრებდნენ რედაქტორებს. 1961 წლის არჩევნები რაც უფრო ახლოვდებოდა, მით უფრო იკლებდა ბაიარის მხარდამჭერთა რიცხვი. დაიწყო გამოსვლები, მალე სტუდებტებიც შეუერთდნენ აქციებს, რომლებიც მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას.
თურქეთის პოლიტიკურ ისტორიაში არმიას ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, იგი აქტიურად ერთვებოდა და პირველ ნაბიჯებს დგამდა ყველაimage მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაში. დემოკრატიული პარტია და მენდერესის მთავრობა ზერელედ უყურებდნენ
და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ მათ. ერთ-ერთი მოხსენებისას საჯაროდაც კი გააკრიტიკა ისინი პრეზიდენტმა. სწორედ მოხსენებისას საჯაროდაც კი გააკრიტიკა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება შეთქმულებებზე ფიქრი. იმავე წლის მაისში თეზლას სამხედრო-საჰაერო სკოლის ორმა კურსანტმა, დუნდარ სეიჰანმა და ირჰან ჯაბიბმა საიდუმლოდ ჩამოაყალიბა „ათათურქისტების“ ორგანიზაცია. ასეთი დაჯგუფებები სხვა ნაწილებშიც იქნმებოდა.

პირველ ეტაპზე არ ჰქონდათ მოქმედების განსაზღვრული imageგეგმა, თუმცა 1957 წელს ჩამოყალიბებული იდეებით და შემართებით დაიწყეს მეთაურის ძიება. მათ ესაჭიროებოდათ ავტორიტეტული და ყველასთვის სასურველი ფიგურა. თავიდან გენერალი ნეჯათ თეჯანი შეირჩა, თუმცა მოულოდნელად 1958 წელს გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა ჯემალ გურსელმა. მან დიდი კვალი დატოვა თურქეთის ისტორიაში როგორც 1960 წლის სამხედრო გადატრიალებაში, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებში, იგი გახდა თურქეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი 1961-1966 წწ-ში, თუმცა საერთო ჯამში მოსახლეობა არც მისით დარჩენილა კმაყოფილი.
მას შემდეგ, რაც გურსელი დათანხმდა ეხელმძღვანელა აჯანყებისთვის შექმნეს 12 კაციანი კომიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ გეგმის განხორციელების შემდეგ სურდათ მალე ჩაენაცვლებინათ გარდამავალი სამხედრო ხელისუფლება, სამოქალაქო ხელისუფლებით, საპარლამენტო
არჩევნების გზით. თურქეთში ძალიან დაიძაბა ვითარება 1960 წელს და აუცილებელი გახდა დაეჩქარებინათ შეთქმულების განხორციელება, რათა თავიდან აეცილებინათ მასობრივი გამოსვლები.

1960 წლის 3 მაისს ჯემალ გურსელმა მიმართა თავდაცვის მინისტრს წერილით, სადაც პუნქტებად იყო ჩამოთვლილი მოთხოვნები. უპირველეს ყოვლისა, სურდათ პრეზიდენტის გადადგომა, ავტორიტეტ დაკარგული და სახელგატეხილი პოლიტიკოსების გადადგომა თანამდებობიდან, სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც განიხილავდა ორგანიზაციის მოთხოვნებსა და საქმიანობას, პარლამენტის დადგენილების შეცვლა უსამართლოდ დაპატიმრებული პირების განთავისუფლება.
image 1960 წლის 25 მაისს კომისიამ მეჯლისს წარუდგინა წინადადებები, რამაც დიდი დაპირისპირება გამოიწვია. საბოლოოდ, ივნისის შუა რიცხვებამდე დაითხოვეს მეჯლისი, რაც არსებული დიქტატორული რეჟიმის გაძლიერებას გულისხმობდა და მოსახლოებაში ზოგადი დაძაბულობის მატებას.
იმ დროინდელი თურქული რეალობის ფონზე შეთქმულმა ოფიცრების
ჯგუფმა 27 მაისს ანკარასა და სტამბოლს შეუტია. მათ მალევე დაიკავეს მნიშვნელოვანი პუნქტები. პირველ რიგში, პარლამენტი და სხვა პოლიტიკური დაწესებულებები. დააპატიმრეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მეჯლისის დეპუტატები, დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელები. ბაიარი ერთადერთი იყო ძველი ხელისუფლების წამყვანი პირებიდან, რომელიც შეიწყალეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, მოგვიანებით კი ამინისტია შეეხო. დანარჩენები კი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის პრემიერ–მინისტრი ადნან მენდერესი.
28 მაისს ალფარსლან თურქეში პირველი იყო ვინც მოსახლეობას მიმართა, რომ მოხდა სამხედრო გადატრიალება და დაემხო დემოკრატიური პარტიის დიქტატორული მმართველობის რეჟიმი.

0
131
6-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0