საქართველო მიხეილ სააკაშვილი: ყოფილი პრემიერ-მინისტრი კორუფციონერია! 2016, 20 ივლისი, 20:52 გასულ წელს ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ
სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრა პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. სააკაშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრის კორუფციონერობაზე! როგორც თურქული DHA- იუწყება, სააკაშვილმა უკრაინის ყოფილი პრემიერი, არსენი იაცენიუკი გააკრიტიკა და ბრალი დასდო კორუფციაზე. სააკაშვილის აზრით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი - არსენ ავაკოვიც იანეცუკის დამხმარე იყო და მთავრობამ ასეთი "ფულის მჭამელი" ხალხი სასწრაფოდ უნდა მოაშოროს! საქართველოს ყოფილ პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ 8 მილიარდ დოლარზე, რომელიც არსენ ავაკოვმა და არსენ იაცენიუკმა უკანონოდ მიითვისეს. და ბოლოს ნახეთ რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა: "სანამ ქვეყნის მთავრობაში- შინაგან საქმეთა სამინისტროში იქნება არსენ ავაკოვი და არ დააკავებენ ყოფილ პრემირ-მინისტრს, არსენ იაცენიუკს, მანამდე ვერ მოვისვენებ. ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოაშკარავდება და აუცილებლად ეს ჩემი დახმარებით განხორციელდება. ყოველთვის სამართლიანი ვიყავი, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში იქნება თუ უკრაინაში!" 606 5-ს მოსწონს
|