სხვა მსოფლიოს გასაოცარი და წარმოუდგენელი სტიქიური ფენომენები 2016, 20 ივლისი, 2:04 კატატუმბოს ნათება თუ თქვენ ვენესუელაში მარაკაიბოს ტბას ესტუმრებით თქვენ ამ საოცარი სანახაობის მომსწრე აუცილებლად გახდებით. ეს რეგიონი მდიდარია ბუნებრივი მეთანისა და ნავთობის საბადოებით, რომელიც მეცნიერთა აზრით ხელს უწყობს ისეთ ფენომენალურ მოვლენას როგორიც სურათზეა ნაჩვენები. მარაკაიბოს ტბის თავზე 1 საათის განმავლობაში საშუალოდ 280ჯერ ნახავთ ასეთ ჭექა-ქუხილს. საერთო ჯამში კი ეს ჭექა-ქუხილი ამ ტბის თავზე თითქმის, 6 თვის მანძილზე გრძელდება, რადგანაც დღეში საშუალოდ 10 საათით მაინც გახდებით ასეთი მოვლენის მომსწრე. ზოლებიანი აისბერგები ეს ზოლიანი მცურავი აისბერგებები ყველაზე ხშირად ქალაქ კეიპ ტაუნიდან სამხრეთით დაახლოებით 1700 მილის დაშორებით დაცურავენ. ყინულის კრისტალების ფორმირება წყალქვეშ ხდება რომელიც იჟღინთება წყალში არსებული ნალექით რაც საბოლოოდ აისბერგებს სწორედ ასეთ ზოლებს უტოვებს. მზის ძაღლები ეს ბუნებრივი ფენომენი ცნობილია როგორც "მზის ძაღლები". ცეცხლის ცისარტყელის მსგავსად "მზის ძაღლებიც" შედგება ვერტიკალურად გასწორებული ყინულის კრისტალებისაგან, როდესაც კუთხე არის სწორი იქმნება ჰორიზონტარული რეფრაქცია რომელიც ქმნის მნათობ წრეს მზის გარშემო. გმადლობთ ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ სტატია. 76 1-ს მოსწონს
|