x
image
ციცი
Mediator image
"ეს არის ტოპ-მოდელის სხეული?"-რატომ გააკრიტიკეს ირინა შეიკი და რამ გააოცა მისი თაყვანისმცემლები.
image
სუპერმოდელ ირინა შეიკისა და მსახიობ ბრედლი კუპერის ინტერნეტში გავრცელებულ პაპარაცულ ფოტოებს მათი თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი კრიტიკა მოყვა.


მოდელი და მსახიობი სასიყვარულო ურთიერთობას უკვე დიდი ხანია აღარ მალავენ. წყვილი მუდმივად ერთად ჩნდება სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში. მათ ერთმანეთი მშობლებსაც კი გააცნეს. დასვენების დღეებსაც ხშირად ერთად ატარებენ. ამჯერად შეყვარებული წყვილი იტალიის ერთ-ერთ კურორტზე დააფიქსირეს.

ირინა შეიკის თაყვანისმცემლები პლაჟზე მისმა უჩვეულო სტილმა გააოცა. რუსი ლამაზმანი გამოწყობილი იყო შავ, მაცდუნებელ საცურაო კოსტიუმში და თავზე ფოლგისგან გაკეთებული ქუდი ეფარა, ხოლო მისი შეყვარებული მის გვერდით ჩაცმული ნებივრობდა და ირინას აქსესუარზე არანაირი რეაგირება არ ჰქონდა. საზოგადოება დაინტერედა, რატომ ჰქონდა მსოფლიო ვარსკვლავს თავი ფოლგით დაფარული. ვინაიდან შეიკისგან ვერ გაიგეს თავსაბურის საიდუმლო, ხალხმა გადაწყვიტა, რომ თმის დამცავი ნიღაბი ჰქონდა გაკეთებული.

მაგრამ მათი ინტერესი მხოლოდ ამაზე არ გაჩერებულა. კამათის მიზეზი მისი სხეულის ფორმებიც გახდა. ინტერნეტ მომხმარებლებს ამჯერად მისი ფორმები არ მოეწონათ. უამრავი სიტყვებით შეამკეს იგი: სრული, არამოდელის სხეულით, მასიური, მსუქანი და ასე შემდეგ...


"ეს ტოპ მოდელის სხეული არ არის!" "ადამიანი, რომელიც ამდენ ფულს გამოიმუშავებს თავისი სხეულით, ასე არ უნდა გამოიყურებოდეს..."

"როგორი დიდია ის..."

"ეს არის ტოპ-მოდელის სხეული?"

"ასეთი ზომებით, როგორ გახდა ტოპ-მოდელი?"

"ეს ჩვეულებრივი ადამიანის სხეულია და არა მოდელის..."-აი, ამდაგავრი კომენტარები მოყვა ირინა შეიკის პაპარაცულ ფოტოებს.image
image
imageimage

0
2126
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0