საზოგადოება 12 წლის გოგონას ვინაობა ცნობილია, რომელზეც მაიკლ ჯექსონს სურდა ქორწინება 2016, 18 ივლისი, 9:00 ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და სიმღერების ავტორი, ერთი სიტყვით პოპის მეფე Michael Jackson-ი (1964-2009) ინდიანას შტატში, ქალაქ გარში დაიბადა. 6 წლის ასაკში მაიკლი უკვე კარგად ცეკვავდა და მღეროდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება სავსე იყო სკანდალებით, ზღვა ოდენობის მსმენელი და გულშემატკივარი ჰყავდა და მისი სიკვდილი უმრავლესობისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ის იყო ერთადერთი და გამეორება არ უწერია. როგორც ამ ბოლო დროს გამჟღავნდა, საქმის უბადლო ოსტატი, უნიჭიერესი მომღერალი ორჯერ იყო ნამხელი და ნასამართლევი ბედოფილიაში, თუმცა ორივე შემთხვევაში ის გაამართლეს და არასრულწლოვნების მიმართ ლტოლვა არ დაუმტკიცდა. გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი მის სახლში ნაპოვნმა ბავშვთა პორნო-კრებულმა მისი დანაშაული და ბრალდება სრულიად დაამტკიცა. ეს შოკი არ იკმარა საზოგადოებამ და მისმა მკურნალმა ექიმმა-ფსიქიატრმა Conrad Murray-მ მაიკლის ახალ საიდუმლოს ახადა ფარდა.
Conrad Murray ორი წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, ბრალად კი ჯექსონის სიკვდილი ედებოდა. მან, როგორც მაიკლის პირადმა ექიმმა, მომღერალს გაუკეთა ნარკოტიკული ნივთიერების ინექცია, რის გამოც გადამეტებული დოზის შედეგად მომღერალი გარდაიცვალა. ახლახანს კი კონრადმა მაიკლის კიდევ ერთ საიდუმლოს ახადა ფარდა, რომ მაიკლს მოწონდა მეგობრის 5 წლის ქალიშვილი და როდესაც 12 წელი შეუსრულდებოდა გოგონას, მასზე აუცილებლად იქორწინებდა. "საზოგადოებისთვის მეცნობა ამის შესახებ, თვითონ მაიკლმა დამრთო ნება გარდაცვალებამდე. ასე, რომ მაიკლი ბავშვებისთვის ნამდვილი საფრთხე იყო"- ყვება ექიმი კონრადი ინტერვიუს დროს. მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი პოპ-მომღერლის სასიყვარულო მუზის, უკვე 12 წლის გოგონას სახელი და გვარი, რომელზეც ის უთუოდ იქორწინებდა რომ არა უდროო სიკვდილი და ის Harriet Lesser-ია. აქვე კი წყაროებზე დაყრდნობით და გაჟონილი ინფორმაციის თანახმად მინდა გამცნოდ, რომ ჯექსონს ასევე მოწონდა Emma Watson-ი, რომელიც ფილმი "ჰარი პოტერის" გადაღებისთანავე შენიშნა, სადაც ემა ჯერ მხოლოდ 11 წლის იყო და მომღერალს მისი ცოლად შერთვაც ჰქონია გეგმაში. 632 16-ს მოსწონს |
ძიება დიდი ხნის მანძილზე მიდიოდა. ვერც პოლიციამ და ვერც ფედერალურმა ბიურომ, მ. ჯექსონის წინააღვდეგ, ვერანაირი სამხილი ვერ იპოვა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 2005 წ. ჯკექსონის სადაზღვეო კომპანიამ, ევან ჩენდლერს 15 მილიონი დოლარი გადაუხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესი დაესრულებინათ. ჯექსონი ამის წინააღმდეგი იყო და ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ გარიგება მის ადვოკატსა და ჩენდლერს შორის მაინც შედგა.
რაც შეეხება ჯორდან ჩენდლერს, მან მოწმეთა დაცვის პროგრამით ისარგებლა და დღემდე შეცვლილი სახელით აგრძელებს ცხოვრებას. 16 წელი რომ შეუსრულდა, სასამართლოს წესით, უარი თქვა მშობლების მეურვეობაზე და გაწყვიტა მათთან ურთიერთობა. მან ასევე უარი თქვა 2005 წელს სასამართლოზე გამოსვლაზე და მ. ჯექსონის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
და ბოლოს, ევან ჩენდლერმა, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ, 2009 წლის ნოემბერში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
http://intermedia.ge/სტატია/70786-გარდაცვლილი-უკვდავი-გენიები-რომელთაც-თავიანთი-სიკვდილი-იწინასწარმეტყვე/2/