კოსმეტოლოგია ვარსკვლავები, რომელთა სურათებსაც ყველაზე ხშირად ნახულობენ პლასტიკური ქირურგები 2016, 18 ივლისი, 8:11 ბევრი ადამიანი ოცნებობს ისეთ გარეგნობაზე, როგორიც ცნობილ ვარსკვლავებს აქვთ. ზოგიერთი მათგანი ამის გამო პლასტიკურ ქირურგსაც კი მიმართავს. მაინც ვინ იკავებს ცნობილებიდან პირველ ადგილს პლასტიკური ქირურგიის მოყვარულთა სიაში და მათი სხეულის რომელი ნაწილია უბრალო მოკვდავთა ოცნების საგანი? - ამას ამ პოსტში შეიტყობთ.
ფერგი მოცეკვავის დაჭიმული, ბრტყელი მუცელი, რომლის დემონსტრირებასაც ფერგი სცენიდან ახდენს, საყოველთაო აღტაცებას იწევს. პლასტიკური ქირურგების სიტყვით, ქალების უმრავლესობას, ვისაც მუცლის ფორმის შეცვლა სურს, კონსულტაციაზე სწორედ The Black Eyed Peas-ის სოლისტის ფოტო მიაქვს. ბეიონსე ფორმებიანი მომღერალი კონკურენციის გარეშეა იდეალურ ნიმუშად მათთვის, ვისაც დუნდულების პლასტიკის გაკეთება სურს. ამბობენ, რომ მომღერლის მომრგვალებული ფორმებიც იმპლანტების დამსახურებაა და მას, ვისაც რადიკალური გადაწყვეტილების ეშინია, შეუძლია ბოტოქსის ინექციებით დაკმაყოფილდეს. კემერონ დიასი პლასტიკური ქირურგების პაციენტები კამერონ დიასის ფეხებს სრულყოფილების ნიმუშად თვლიან. ისინი მოხიბლული არიან მსახიობის ქვედა კიდურების როგორც სიგრძით, ასევე ფორმითაც და მიუხედავად იმისა, რომ ფეხების დაჭიმვა ძალიან მტკივნეული და საშიში პროცედურაა, კამერონ დიასის ფეხებისათვის ქალები ყველაფერზე მიდიან. ლეონარდო დი კაპრიო თქვენ გგონიათ, პლასტიკური ქირურგიის კაბინეტებს მხოლოდ ქალები სტუმრობენ? -ძალიანაც ცდებით: ძლიერი სქესის წარმომადგენლები არანაკლებ ზრუნავენ თავიანთ გარეგნობაზე. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ლეონარდო დი კაპრიოს სწორი ცხვირი ბევრი მამაკაცის ოცნების საგანია. სწორედ მის ფოტოს დებენ პლასტიკური ქირურგის მაგიდაზე ცხვირის გასწორების მსურველი მამაკაცები. მეორე ადგილზე ამ მხრივ ჯეიკ გილენჰაალია. რიანა როცა კოსმეტოლოგები დაჟინებით არწმუნებენ კლიენტებს, რომ იდეალური სახის კანის მიღწევა შეუძლებელია, მათ არგუმენტად რიანას ფოტოსურათები მოჰყავთ. მისი გადატკეცილი, უნაკლო სახის კანი ქალების ოცნების საგანია. სხვათაშორის, რიანა ირწმუნება, რომ სახის იდეალური კანისათვის არანაირ პროცედურებს არ იყენებს, გარდა მკვებავი კრემისა, მაგრამ სიმართლეა ეს თუ არა- მხოლოდ მომღერალმა იცის. მიშელ ობამა მას შემდეგ, რაც ბარაქ ობამა ამერიკის პრეზიდენტი გახდა, ხოლო მიშელი პირველი ლედი, რიგით ამერიკელ ქალებში გაიზარდა მხრების და წინამხრის დაჭიმვის მოთხოვნილება. მიშელ ობამას მკლავების სწორმა ხაზმა და ჩამოკიდებული კანის ოდნავი ნამცეცის არარსებობამ აიძულა ათასობით ქალი სწორედ ასეთ სრულყოფილებაზე ეოცნებათ. სკარლეტ იოჰანსონი მოდაში ამჟამად ბუნებრიობაა და ტუჩების ფორმისა და სიდიდის პლასტიკურ ქირურგთან შესწორების მსურველებში ანჯელინა ჯოლიმ პირველი ადგილი სკარლეტ იოჰანსონს დაუთმო. მისი ტუჩები ნაკლებად ყვირის პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტზე და ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავს ამობურცული ფორმებით. პენელოპა კრუსი პენელოპას თვალების არაჩვეულებრივი ჭრილი და მისი სექსუალური გამოხედვა იმ გოგონების ოცნების საგანია, ვისაც თვალის ქუთუთოების პლასტიკა აქვს გადაწყვეტილი. სხვათა შორის, თავად მსახიობი ამ ხიბლის მისაღწევად არანაირ ხერხს არ იყენებს; მისი თქმით, მთავარია სწორად შერჩეული მაკიაჟი. ჯენიფერ ენისტონი თუ მამაკაცებს იდეალურად ლეონარდოს ცხვირი მიაჩნიათ, ამ მხრივ ქალების კუმირი ჯენიფერ ენისტონია. მიის ცხვირი კონკურენციის გარეშეა რინოპლასტიკის გაკეთების მსურველებში. ჰოლი ბერი ჰოლი ბერის ფოტოსურათები ყოველთვის მომარჯვებული აქვთ იმ ქალბატონებს, რომელთაც სურს ნიკაპის და ღაბაბის პლასტიკა გაიკეთონ. პლასტიკური ქირურგის კლიენტები მსახიობის სახის სწორედ ამ ნაწილს თვლიან იდეალურად. ეშტონ კატჩერი რომელი ქალი არ მოუხიბლავს პატარა ორმოებს ეშტონ კატჩერის ლოყებზე, ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ უამრავი მამაკაცი აკითხავს პლასტიკური ქირურგის კაბინეტს სახის მოყვანილობის ზუსტად ისე შესაცვლელად, როგორიც ამ მსახიობს აქვს. საოცარი ისაა, რომ კატჩერი ლოყების ფორმის მხრივ პირველ ადგილზეა როგორც მამაკაცების, ისევე ქალების სიაში. ჩენინგ ტატუმი ძლიერი სქესის კინომანებში ჩენინგ ტატუმის პრესი კონკურენციის გარეშეა. ის იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მამაკაცებზე, რომ მათ უმეტესი ნაწილი, რომლებიც პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ, სწორედ ტატუმის კუბიკებს ირჩევენ იდეალად. საინტერესოა, რატომ პლასტიკური ქირურგია და არა სპორტდარბაზი?- ეს ხომ გაცილებით იოლი და უმტკივნეულო გზაა ლამაზი მუცლის პრესის მისაღებად. ანჯელინა ჯოლი მიუხედავად სკარლეტ იოჰანსონის მხრიდან კონკურენციისა, ანჯელინა ჯოლი პოზიციებს მაინც არ თმობს. უკვდავი კლასიკის თაყვანისმცემლები ხშირად აძლევენ შემდეგ შეკვეთას პლასტიკურ ქირურგს: " - მინდა ისეთი ტუჩები მქონდეს, როგორიც ანჯელინას აქვს". კიმ კარდაშიანი ბეიონსესაც კი, მიუხედავად მისი უნაკლო უკანა ფასადისა, ჰყავს კონკურენტი კიმ კარდაშიანის სახით. მის მსგავს უკანალს საკმაოდ ხშირად ითხოვენ პლასტიკური ქირურგიის მოყვარული ქალები. გასაკვირი არაფერია: თუმცა ბეიონსეს დუნდულები ბუნებრივად გამოიყურება, სამაგიეროდ კიმის უკანალს მეტი რეკლამა უკეთდება და საკმაოდ პოპულარულია. 1275 12-ს მოსწონს
|