საზოგადოება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული გვარები და სახელები 2016, 17 ივლისი, 10:58 ლი-ეს გვარი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში, ამ გვარის მატარებელი 100 მილიონზე მეტი ადამიანია, გვარი ჩინურია და წარმოდგება იეროგლიფისგან.ერთი მილიარდი ჩინელიდან 7.9%-ი ლის მატარებელი გვარია. ჩჟანი- ესეც ჩინური გვარია და ყველაზე გავრცელებული მსოფლიო მასშტაბით, გვარი უძველესია, ჟამთააღმწერლებს ეს გვარი 4000 წლის წინ აქვთ მოხსენიებული, ამ გვარის მაცხოვრებელი 100 მილიონამდეა. ვან-ჩინური, კორეული და მონღოლური წარმოშობის გვარი დ ატიტული. დედამიწაზე 93 მილიონი ამ გვარის ადამიანი ცხოვრობს.ვან-აგრეთვე ჰოლანდიელების გვარის წინსართია. ნგუენი-ვიეტნამური გვარია, ზოგიერთი მონაცემებით ვიეტნამელების 40% ამ გვარის მატარებელია, სულ მათი რაოდენობა 36 მილიონია. გარსია-ს გვარი გავრცელებულია ესპანეთში, სამხრეთ ამერიკაში და ფილიპინებში.გვარის ფუძე ბასკეთიდან მოდის.სულ ამ გვარის ადამიანების რაოდენობა 10 მილიონზე მეტია. გონსალესი-ეს გვარი ესპანურია და ესპანეთის გარდა ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში.მათი რაოდენობა 10 მილიონამდეა. ერნანდესი-მათი რაოდენობა 8 მილიონია, გვარი პორტუგალიულ-ესპანური წარმოშობისაა.ფართოდაა გავრცლებული სამხრეთ ამერიკაშიც. სმიტი-ყველაზე გავრცელებული გვარი დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში და აშშ-ში.მთლიანად მათი რიცხვი 4 მილიონს აჭარბებს. სმირნოვი(სმირნოვა)-ყველაზე გავრცელებული გვარი რუსეთში და ბელორუსიაში, გვარი რუსული წარმოშობისაა, მისი მნიშვნელობა მოდის სიტყვიდან с мирно, რაც"მშვიდობიანს, დაზავებულს"ნიშნავს.ამ გვარის საერთო რაოდენობა 2.5 მილიონია. მიულერი-გერმანული გვარია, რაც "მეწისქვილეს" ნიშნავს.განსაკუთრებით გავრცელებულია გერმანიაში, შვეიცარიაში და ავსტრიაში. ბოლოსთვის რა თქმა უნდა, გაინტერესებთ, რომელი გვარია ყველაზე გავრცელებული საქართველოში.ეს გვარი არის ბერიძე, მათი საერთო რაოდენობა 25 ათასია, ყველაზე მეტი ამ გვარის წარმომადგენლები აჭარაში ცხოვრობენ, დაახლოებით 12 ათასი, ბევრნი არიან აგრეთვე სამცხე-ჯავახეთშიც. რაც შეეხება სახელებს :მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული კაცის სახელია მუჰამედი, ხოლო ქალის სოფია. საქართველოში კი 2014 წლისთვის ყველაზე პოპულარული სახელი ბიჭებში გიორგი იყო, ხოლო გოგონებში მარიამი. 1442 5-ს მოსწონს 1-ს არა
|