x
პოემა-ბიოგრაფია
ნაწილი 1


მინდა ოჯახზე დავწერო ცოტაოდენი,

სანამ წავიდა ეს ცოდვილი დენი!


ჩემი მშობლები იყვნენ გმირები,


მე და ჩემს ძმებს გვქონდა მაგალითები,

მაგიტომ ვართ კულტურულები

და მაგიტომ გვაქვს ბევრი ფულები!


ნათესავი არა გვყავდა,

თუ არ ჩავთვლით დედ-მამასა!


ერთადერთი ცოცხალნი

მხოლოდ იყო ბებ-პაპანი.

უყვარდათ რა ტბა რიწისა,

და აღიგვნენ პირისაგან მიწისა!



არა იყო გაჭირვება,

მერე მოკვდა ბებო-პაპა,

ჩამოვარდა ვაი-ვება,

სულ გაგიჟდა ჩემი მამა!



და გავიდა დიდი ხანი,

სულ გაუხმათ მშობლებს კანი,

ერთმანეთსა უგდეს ბანი,

ბოლოს ნახეს ლამაზ ვანი!


და მოკვდა დედა საწყალი,

არ გაუვა მაგას წყალი,

მერე მოკვდა მამაჩემი,

სულ გაგიჟდა გული ჩემი!







ოჯახი



ეს არისო ამ ნაწილის დასასრული,

თქვენ ნუ შიშობთ: ჭკუა მაქვს მე სრული!







გაგრძელება აუცილებლად იქნება,

წაიკითხეთ, თუ ეს არის თქვენი ნება!





4
20
3-ს მოსწონს
ავტორი:მაშიკო მგზავრული
მაშიკო მგზავრული
20
  
2016, 14 ივლისი, 21:51
ეგ რომ ჩემი იყო მთლად ავშენდებოდი!)))
2016, 14 ივლისი, 20:31
ეს ნახატიც თუ შენია, მართლა მაგარი ყოფილხარ!!!!!!
2016, 14 ივლისი, 20:10
ოჯახში იციან? :))))
0 1 4