x
მეტი
  • 14.07.2024
  • სტატია:135953
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510273
"მენანებოდი იმ ქალისთვის...ხომ ხვდები, გეტენება," - "ეს ჩემი ცხოვრების რეალური ფაქტებია"

image
სკანდალურად ცნობილი ქალბატონი, იუნა შაფათავა სციალურ ქსელში თავისი წიგნიდან ნაწყვეტს აქვეყნებს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრების რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული:



"...მენანებოდა იმ ქალისთვის.


- ამიხსენი, ხვდები მაგ ქალს?


- არა, ისე რა, ვმეგობრობთ, - მითხრა.



წამოვუწექი გვერდით. ისე მიყვარდა მისი სახის დაკვირვება, სიმართლეს ხომ სხვანაირად ვერ ვიპოვიდი. ვერ მომატყუებდა სახის გამომეტყველება. ისევე, როგორც თეატრში ვერ მატყუებენ მსახიობები. პირველ რიგში ვჯდები, რომ სახის მოძრაობას დავაკვირდე ახლოდან, სამსახიობო ოსტატობას ვაკვირდები. განცდების სინამდვილეს სცენაზე.


ზუსტად ასე ვაკვირდებოდი მას. ვიცოდი მშვენივრად, რომ მატყუებდა. თითქოს მოდუნებული იერი მიიღო, небрежно გადაწვა.


- ხომ ხვდები, გეტენება, - ვუთხარი, - მაგისთვის ბოლო შანსი ხარ, დიდი ქალია, ჩემზე უფროსია, მგონი.


- არ მეტენება, - წყნარად მითხრა


- გეტენება, - ისევ ვთქვი. არ მინდოდა, ზედმეტი მომსვლოდა. ავდექი და:


- ოკ, მოდი, ასე ვქნათ. ვნახოთ. მე ვამბობ, რომ შეგეტენება და ცოლად მოიყვან.


- არ მოვიყვან, - ისევ გაიმეორა.


- ოკ. თუ შენ მას მაინც ცოლად მოიყვან, давай договоримся, მაშინ Panamera შენზეა.


გაეღიმა:


- არ მოვიყვან-მეთქი, მაგრამ კაი, ასე იყოს."


***


"დახატული მანქანა, როგორც ჩანს, ძალიან მოხვდა გულზე მის ჭორიკანა წრეს.
კიდევ ცოტა ხანში, ისევ სტუმრები ჰყავდათ ჩემს მეგობრებს, ისევ ხანუმა ნინოს კაფეში. მე ისევ ტელევიზიიდან, ისევ სრული პარადით...ამჯერად მაღალი რანგის სტუმრები იყვნენ და თან, ჩემი კარგი მეგობრები. კარგ ხასიათზე ვიყავი, ვისღა ახსოვდა უსახელო.
ტუალეტის ოთახში მაკიაჟის გასასწორებლად გავედი და გზად კაფეს პატრონი - "ხანუმა" ნინო შემხვდა, იმ მაგიდასთან იჯდა თავის დაქალებთან, სადაც ბოლოს უსახელო ვნახე, საცოლესთან ერთად. ხანუმა ნინო, ჩემი ურთიერთობა უსახელოსთან რომ ძალიან ადარდებდა და საკუთარ მეგობარს ცოლად რომ სტენიდა.


- რას აკეთებ? როგორ ხარ? როგორ დახატე უსახელოს მანქანა! - გამიღიმა, - ღალატობ, ხომ, უსახელოს იმათთან? - ჩემი მეგობრებისკენ გაიქნია თავი.


გამეცინა. ჩემს მეგობრებს რომ თავი დავანებოთ, ყველა წარმატებული და საინტერესო, მაგიდასთან ბევრი "უმაღლესი" რანგის ჩინოვნიკი და ცნობილი ადამიანი იჯდა. რომც "მეღალატა", უსახელოზე ნაკლები არც ერთი არ იქნებოდა. ერთ-ერთს ამ წიგნზე ველაპარაკებოდი, რომლის წერა მაშინ დავიწყე, პირველი ნაწილის და - გამომიგზავნე, წავიკითხავო. 2013 წელი იყო.


ნინოს სიყალბეზე გავიცინე ხმამაღლა:


- ნინო, კაცი ან ჩემია მთლიანად ან ჩემი არ არის, - ვუთხარი, და, ცხოვრებაში რომ უსახელო ცუდად არ მომიხსენიებია, რატომღაც დავაყოლე - пошёл он...
ნინომ ეგრევე ნაწყენი სახე მიიღო და:


- იუნა, რა მართალი იყავი! თურმე უსახელოს და ****ს რომანი აქვთ!
უფრო გამეცინა. ძალიან ყალბი იყო ეს ყველაფერი...


- აჰჰჰჰ...- ხომ ვთქვი-მეთქი, - ასეა, თბილისური სტილია. ჯერ მეგობრობენ, მეგობრობენ და მერე ერთ საღამოს სექსი, მეორე დილას უკვე ყველამ იცის და ეგრევე ოჯახი და ამბები - გათხოვება თბილისურად.


ნინოს მაგიდასთან მისი სადაქალო იჯდა, ისეთივე ყალბი. ჩემთან ერთად ამ კეკელკებიდან მხოლოდ ერთმა გაიცინა, ბუნებრივად და დამცინავად. დანარჩენებს სახეები დაუგრძელდათ.


ვიფიქრე, რატომაც არა, ბოლომდე მოვუშალო ნერვები და ვუთხარი:


- ნინო, აუ, რა მაგარია? ხომ დავენიძლავე - ცოლად მოიყვან-მეთქი (აღარ ვუთხარი- შეგეტენება, ისედაც საკმარისი იყო), ჰოდა, ახლა უსახელომ პანამერა უნდა მიყიდოს...- გავუღიმე თბილად ყალბ ნინოს და მის დაქალებს.


ხანუმა ნინოს სახე ახლაც მახსოვს...დრუნჩი ჩამოუვიდა ჭიპამდე...მერე უცბად გონს მოვიდა, სახე შეიკრა "სოლიდურად" და:


- აჰ, იუნა, საიდან უსახელოს პანამერას ფული, - და სიგარეტი გადაყლაპა ნერვიულობისგან..."


"ეს ჩემი წიგნიდანაა ნაწყვეტი. ჩემი ცხოვრების რეალური ფაქტებია.
დღეს, სახლში ფეხით რომ ვბრუნდებოდი, გამახსენდა, სხვა ყველა "სიკეთესთან" ერთად ჩემი წიგნის და რეალური ცხოვრების წარსულის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რა FუFლოა...
და კიდევ გავიხსენე სხვებიც, ძალიან შეძლებული გამვლელი ჯენტლმენები ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მიხარია, რომ მანქანის ყიდვა - მერე რა, რომ პატარის და იაფის შედარებით, დღეს ჩემითაც შემიძლია. მაგრამ მაინც, ჩვენი კაცებისგან უპატივცემულობას, ჩვენი ყურადღებისთვის და მათთვის გაცემული სიყვარულის, საზღვარი და ნამუსი არ აქვს.


არ მეშინია ვთქვა, რომ ჩემს ირგვლივ, უამრავი შეძლებულზე შეძლებული მამაკაცი ტრიალებს. ჩემი დღევანდელი აუცილებლობის- პატარა მანქანის ფასის ყვავილს უნდა მჩუქნიდნენ, ტყუილი ლაყბობის და რესტორან-ბარ-მივლინებებში მიპატიჟებების ნაცვლად, რომელსაც, საბედნეროდ, არ ვღებულობ. ვინაიდან ვთვლი, რომ
სიყვარულის ფასი მხოლოდ სიყვარულია. მაგრამ ვგიჟდები, ლამაზ ჟესტებზე, გულით და სიამოვნებით გაკეთებულზე!


ფემინისტკების გასაგონად- მე აზიელი ქალი ვარ, ემანსიპაცია ფეხებზე მკიდია მაგრამ ვაი, რომ -ბოდიში, ladies& gentlemen, -სადღაც გზაში დაკარგეს ჩვენმა მამაკაცებმა ლამაზი ჟესტების ტრაკიც და შესაძლებლობაც. სურვილი...მე მკითხეთ, თქვენი შემხედვარე, რის სურვილს ტოვებთ. ირონიული ღიმილის მხოლოდ . ყველას არ ეხება, მე ყველაფერი მახსოვს..." - წერს იუნა შაფათავა.


image



0
893
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
893
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0