x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
დაკონსერვებული პომიდორი, ზამთარში გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად

image


ამ რეცეპტით მომზადებული პომიდორი გამოიყენება თევზის და ხორცის ჩახოხბილი კერძების მოსამზადებლად. რეცეპტი რაღაცით ტომატის რეცეპტს წააგავს, მაგრამ ტომატი არ არის. კერძის მომზადების დროს, ეს ჩახოხბილი, ცოცხალი პომიდვრის მაგივრობას წევს.

ქვემოთ მოცემული მასალით, 23-25 ლ. პომიდვრის ჩახოხბილი გამოდის. შეგიძლიათ მასალა პროპორციულად შეამციროთ ან გაზარდოთ.

მასალა:

პომიდორი - 30 კგ.
წითელი ბულგარული წიწაკა - 30 კგ.
ნიორი - გემოვნებით (0, 5 კგ-ს ფარგლებში)
დაფქული მწარე წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით

მომზადება:

1. დაფცქვენით და წვრილად (კუბიკებად) დაჭერით პომიდორი > მოათავსეთ ალუმინის ქვაბში > დადგით ცეცხლზე და დროდადრო ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას (ქვაბი უნდა იყოს დაბალი და განიერი ან კოვზი გრძელი, რომ ქვაბის ძირს კარგად მისწვდეს).
პომიდორი იმდენ ხანს უნდა ადუღოთ, ვიდრე ზედმეტი წვენი არ აორთქლდება და მასა არ შესქელდება.
image2. ვიდრე პომიდორი დუღს, ბულგარულ წიწაკა გარეცხეთ > ყუნწები და თესლი მოაცილეთ > გაატარეთ მანქანაში (წიწაკის დაჭრის და გატარების დროს, აუცილებლად გაიკეთეთ სქელი რეზინის ხელთათმანები).
3. როდესაც პომიდორი შესქელდება, ჩაასხით გატარებული ბულგარული წიწაკა ქვაბში. ამის შემდეგ, მასა გათხელდება > გააგრძელეთ დუღილის პროცესი, იქამდე, ვიდრე ისევ არ შესქელდება.
4. დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიორი, დაფქული წიწაკა და მარილი.
5. შენელების შემდეგ, ადუღეთ 10-15 წუთი.
6. ცეცხლი არ გათიშოთ და ისე ჩაასხით სტერილურ ქილებში > ჩასხმისთანავე დაახურეთ თუნუქის სახურავი > როდესაც მთლიანად გაანაწილებთ ჩახოხბილს ქილებში, მოხუფეთ (მოხუფვა იმ ქილით დაიწყეთ, რომელშიც მასა პირველად ჩაასხით).

0
3780
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0