x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137402
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511344
ესპანეთში პირველად 30 წლის შემდეგ ხარმა მატადორი მოკლა(ვიდეო)

imageდაღუპული მატადორის, ვიქტორ ბარიოს გამოსვლა ეპანეთის ქალაქ ტარუელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ადგილობრივი ტელევიზიით.



29 წლის მატადორს ხარმა ძლიერად დაარტყა რქა, რის შემდეგაც წაიქცა, ამის შემდეგ ხარი მამაკაცს ზედ შესდგა.


ვიქტორ ბარიო ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარიანო რახოიმ სამძიმარი გამოთქვა ბარიოს დაღუპვის გამო.



უკანასკნელად მატადორი არენაზე 1985 წელს გარდაიცვალა.1992 წელს დაიღუპა ორი ბანდერელიო(სანახაობის მეორე მონაწილე, რომელიც შუბებს არჭობს ხარს).


მთლიანად მე-20 საუკუნეში ხარებმა 134 კორიდას მონაწილე მოკლეს, აქედან 33 ტორეადორია.



BBC-ის მონაცემებით ესპანეთში ყოველწლიურად 2 ათასამდე ხარების ბრძოლა იმართება, თუმცა ამ ბოლო წლებში კორიდას რიცხვი ნელ-ნელ კლებულობს.კატალონიაში კი კორიდა 2010 წლიდან საერთოდ აიკრძალა.


3
202
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
202
  
2016, 10 ივლისი, 22:12
გეთანხმებით, როგორი არაკაცი უნდა იყო საბრალო ცხოველის წვალებით, ტანჯვით და მკვლელობით გაერთო?!
2016, 10 ივლისი, 22:09
კარგია. იმსახურებდა სიკვდილს, მაგრამ რამდენიც არ უნდა შეწიროს მაგ გართობას ჭკუას მაგენი ვერასდროს ისწავლიან. რომ იკითხო, ტრადიცია, ტრადიცია კი არა, არა ადამიანობა.
2016, 10 ივლისი, 19:35
ვინც როგორ უნდა ისე გამიგოს, ოდნავადაც არ მეცოდება...
0 1 3