სირიაში "ისალამური ხალიფატის" მებრძოლებმა სირიული "მი 25" ჩამოაგდეს რუსული ეკიპაჟით, ორივე პილოტი დაიღუპა
სირიაში ჰომსის პროვონციაში პალმირიასთან ახლოს "ისლამური ხალიფატის" მებრძოლებმა ჩამოაგდეს სირიის შეიარაღებული ძალების კუთვნილი "მი 25" რომელიც საბჭოთა წარმოების "მი 24დ–ს" საექსპორტო ვარიანტია, მისი წარმოება მიმდინარეობდა გასული საუკუნის 70–იან წლებში და გამიზნული იყო ჯავშანსატანკო კოლონების გასანადგურებლად, ქვეითი ძალების მხარდასაჭერად, დესანტის გადასაყვანად და საევაკუაციოდ, ასევე ტვირთის გადასატანად.
ვერტმფრენს რუსი მფრინავ–ინსტრუქტორები მართავდნენ, ეკიპაჟმა მიიღო დავალება საცეცხლე დახმარება გაეწია სირიის რეგულარული ძალებისათვის პალმირიასთან ახლოს. მას შემდეგ რაც სირიის სამთავრობო ძალებზე "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მიიტანეს იერიში და შეძლეს გაერღვიათ დავდაცვითი ზღუდეები, შეიქმნა საფრთხე–ტერორისტებს დაეკავებინათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლეები, რაც დამატებით საფრთხეს შეუქმნიდა სამთავრობო ძალებს.
ბაზიდან გამოძახებულ იქნა საცეცხლე მხარდაჭერისათვის "მი 25" რომელსაც რუსი პილოტები ევგენი დოლგინი და რიაფგატ ხაბიბულინი მართავდნენ, როგორც წყარო იუწყება ვერტმფრენის ეკიპაჟმა შეძლო დასახული ამოცანის შესრულება, მისი დახმარებით სირიის სამთავრობო ძალებმა შეძლეს შეტევის მოგერიება და თავდაცვითი ხაზის გასწორება, რითაც თავიდან იქნა არიდებული სტრატეგიული სიმაღლეების დაკარგვა.
მას შემდეგ რაც შეასრულა დასახული ამოცანა და გახარჯა საბრძოლო მასალები, ვერტმფრენის ეკიპაჟმა კურსი აიღო დისლოკაციის ადგილისაკენ დაბალ სიმაღლეზე, რათა მიუწვდომელი გამხდარიყო ტერორისტების ხელში არსებული გადასატანი სარაკეტო–საზენიტო კომპლექსისათვის, თუმცა ეკიპაჟს არჩეულმა ტაქტიკამ ვერ უშველა–ტერორისტებმა ვერტმფრენის მისამართით მოახდინეს გასროლა ამერიკული მძიმე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსიდან "TOW".
ტანკსაწინააღმდეგო მართვადმა რაკეტამ ნაფლეთებად აქცია სირიული საბრძოლო ვერტმფრენი და მისი ნარჩენები ჩამოვარდა სირიის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ორივე პილოტი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სირიის მხარეს– რუსული დანაყოფების კონფლიქტში მონაწილეობის დღიდან დაიღუპა 13 ადამიანი.