სისხლის სამართალი დედები,რომლებმაც საკუთარი შვილები დახოცეს(+16) 2016, 9 ივლისი, 10:16 კვლავდინებურად არ ცხრება საზოგადოების ინტერესი მაგდა პაპიძის საქმის გარშემო.მრავალი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, დედობრივი ინსტიქტიდან გამომდინარე დღემდე დაუჯერებელია როგორ გაიმეტა დედამ სასიკვდილოთ საკუთარი შვილი?თუმცა სამწუხაროთ მსგავს შემთხვევებს აქვს ადგილი მსოფლიო პრაქტიკაში, მათ შორის საქართველოშიც.ერთ-ერთ უკანასკნელი მკვლელობა მოხდა 2011 წელს სოფელ მისაქციელში, (მცხეთის რაიონი)როდესაც დედამ, ინეზა წიკლაურმა 5 წლის ბიჭუნა ისე სასტიკად სცემა, რომ ბავშვი გარდაიცვალა.
არავის შეუძლია ახსნას თუ ერთი შეხედვით მოსიყვარულე, შვილზე გადამკვდარი დედა რატომ აყენებს ზიანს საკუთარ სისხლს და ხორცს, მუცლით ნაშობ ნაყოფს.მარტო შეერთებულ შტატებში ამერიკის ანთროპოლოგიური ასოციაციის მონაცემებით წელიწადში დაახლოებით 200 დედა კლავს საკუთარ შვილს. ქვემოთ გთავაზობთ 8 შემზარავ ისტორიას, მონსტრ-დედებზე რომელიც რომლებმაც საკუთარი შვილები დახოცეს. 1-დიანი დაუნსი(Diane Downs)-1983 წლის მარტში 27 წლის მარტოხელა, ქმართან გაყრილმა ფოსტის თანამშრომელმა დიანი დაუნსმა პოლიციას მოუთხრო, რომ ვიღაც შეშლილმა უცნობმა გააჩერა მანქანა სოფლის გზაზე სპრინგფილდის (შტატი ორეგონი)მახლობლად და ესროლა მის შვილებს. ![]() პოლიციამ აღმოაჩინა რა ქალის საიდუმლო დღიური ყველაფერს ნათელი მოეფინა. ![]() ყველაფრის მიზეზი გახდა მისი სექსუალური ვნებები, კავშირი ცოლიან კაცთან, ხოლო შვილები მისთვის ხელისშემშლელ პირობად მიაჩნდა. ![]() 2)ფრენსის ნიუტონი–(Frances Newton)-1988 წლის აპრილში ტეხასში სიკვდილით დასაჯეს (ინექციის შეყვანით) 40 წლის ფრენსის ნიუტონი.მან მოკლა ქმარი, 7 წლის ვაჟი ანტონი და სულ პატარა გოგონა ფარა.მკვლელობის დროს ფრენსისი 21 წლის იყო, იგი ჯუტად უარყოფდა მკვლელობას(თუმცა მრავალი ფაქტი და ნივთმტკიცება მის საწინააღმდეგოდ ღაღადებდა) იგი მკვლელობას ნარკომოვაჭრეებს აბრალებდა და აღნიშნავდა, რომ მის ქმარს ვალები ჰქონდა. სიკვდილის განაჩენი მას სახალხოდ გამოუცხადეს, სადაც ფრენსისის მშობლებიც ესწრებოდნენ. ![]() ![]() მისი სექსუალური პარტნიორი მარტინ სმიტი პოლიციამ პედოფილიის ბრალდებით დააკავა. უფრო ამაზრზენი ის არის, რომ ლიანმა იცოდა, რომ მისი ბოიფრენდი პედოფილი იყო, თუმცა მას ეს დიდიად არ ანაღვლებდა.სმიტზე განაჩენის გამოტანის შემდეგ მან იფიქრა, რომ შესაძლოა მისთვის დედობა ჩამოერთვათ, ხოლო შვილები ბავშვთა სახლისთვის ჩაებარებინათ, ამიტომაც მოუვიდა იდეა, შვილები მოეშორებინა. ![]() ![]() 4)დებრა მილკი(Debra Milke)-ტექნიკური თვალსაზრისით დებრას პირადად არ მოუკლავს შვილი თუმცა ყველაფერი მისი ბრძანებით მოხდა. ![]() მისმა ბოიფრენდმა ბავშვს ჩააცვა მისი საყვარელი ტანსაცმელი, კოვბოის ფეხსაცმელი და უთხრა, რომ სანტა-კლაუსი უნდა ენახვებინა. ![]() ჯეიმს სტაერს და როჯერ სკოტს სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილი მიუსაჯეს.სიკვდილით დასაჯეს დებრა მიკიც, თუმცა შემდგომ განაჩენი შეიცვალა და მეტიც, 2013 წლის 6 სექტემბერს დებრა მილკი გაანთავისუფლეს, სხვათა შორის ეს შეერთებული შტატების ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როდესაც სიკვდილმისჯილი ქალი ციხიდან გამოუშვეს. ![]() 5-სუსან სმიტი(Susan Smith)1994 წლის ოქტომბერში სუსან სმიტმა პოლიციას მოუთხრო, რომ შავკანიანმა მამაკაცმა გაიტაცა მისი შვილები მისივე ავტომობილით.სამართალდამცავები(და არა მარტო ) 9 დღის განმავლობაში ენაგადმოგდებულები ეძებდნენ ბავშვებს, იქამდე სანამ თვითონ სმიტმა არ აღიარა საკუთარი შვილების:3 წლის მაიკლის და 14 თვის ალექსის მკვლელობა. ![]() შემზარავია, რაც დედამ ჩაიდინა. ავტომობილის სავარძელზე მიაბა შვილები, დააგორა მანქანა და სამხრეთ კაროლინის ტბაში ჩაახრჩო ცოცხლად.ბავშვობის მკვლელობის მიზეზი გაუგებარია, მკვლელობის მომენტში მას მძიმე დეპრესია და ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. სუსან სმიტს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, აპელაციის უფლება 2024 წელს ექნება. 6-ანდრეა იეიტსი(Andrea Yates)-2001 წლის ივნისში ანდრეამ მეთოდურად დაახრჩო აბაზანაში, საკუთარ სახლში ჰიუსტონში (ტეხასი)თავის 5 მცირეწლოვანი შვილი:7წლის ნოია, 5 წლის ჯონი, 3 წლის პოლი, 2 წლის ლუკი და 6 თვის მარია. ამ ფაქტმა საზოგადოებაში ნამდვილი შოკი გამოიწვია.როგორ ქალმა აღიარა, "სატანამ უბრძანა მოეკლა შვილები იმისთვის რომ ისინი ეხსნა სამუდამო ტანჯვისგან." ![]() გასაამართლეს და 40 წელი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2006 წელს გაიმართა გაიმართა განმეორებითი რის შემდეგაც იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ![]() 7-ჩაინა არნოლდი(China Arnold)-2005 წლის 30 აგვისტოს დეტროიტელმა ჩაინა არნოლდმა თავის ახალშობილი ჩვილი მიკროტალღურ ღუმელში შეაგდო.გამოძიების თანახმად გოგონა 3 კვირის გოგონა პერის ტელი ცოცხლად დაიწვა.მიზეზი გახდა ჩაინასა და მის ბოფრენდ ტელერელ ტელის შორის კამათი თუ ვინ იყო ბავშვის ბიოლოგიური მამა. ![]() როგორც მოგვიანებით ჩაინამ განაცხადა, ნასვამი იყო და "გაცხარდა". ბოიფრენდმა მხოლოდ 2 წუთის შემდეგ გამოიყვანა ბავშვი ღუმელიდან, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ![]() 8-ჯულია შენეკერი(julie schenecker)-50 წლის ქალმა იმიტომ მოკლა თავის არასრულწლოვანი შვილები, რომ "ბევრს ლაპარაკობდნენ და უპატივცემლოდ იქცეოდნენ". 2011 წლის 27 იანვარს ჯულიამ იარაღით დახოცა ჯერ 13 წლის ბო, ხოლო შემდეგ 16 წლის ქალიშვილი ჩაშეჩკა.ამ დროს მისი ოფიცერი ქმარი მივლინებაში იმყოფებოდა. ![]() ჩაინა არნოლდს 2008 წელის სექტემბერში მიესაჯა სამუდამო პატიმრობა პირობითი ვადამდელი განთავისუფლების უფლების გარეშე. ![]() ![]() 543 8-ს მოსწონს 1-ს არა
|