x
მეტი
  • 05.12.2024
  • სტატია:138672
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512302
აბორტების კლინიკიდან ბავშვებს 15 წლის მანძილზე ასაფლავებდა ვიეტნამელი მამაკაცი და 100-ზე მეტი გადაარჩინა
ეს ადამიანი 15 წელია არდაბადებულ ბავშვებს სამუდამო განსასვენებელს ჩუქნის და იმ პატარებს უნარჩუნებს სიცოცხლეს, რომლებიც საკუთარი დედებისთვის საჭირო აღარ აღმოჩნდნენ.


image

ვიეტნამელი ტონგ ფუოკ ფუკი _ საოცარი ადამიანია. ის აი უკვე 15 წელია რაც მთელ მსოფლიოში დემონსტრირებას აკეთებს, თუ რა არის ნამდვილი კაცთმოყვარეობა და უანგარობა.



ყველაფერი დაიწყო 2001 წელს. როცა ტონგ ფუოკ ფუკი თავის ორსულ მეუღლესთან ერთად წავიდა კლინიკაში კონსულტაციაზე. დერეფანში ჯდომისას ყურადღება მიაქცია იმას, რომ ერთ კაბინეტში შედიოდნენ ორსული ქალები და გამოდიოდნენ ცრემლიანი თვალებით. როდესაც ის მიხვდა რაც ხდებოდა, სულის სიღრმემდე აღშფოთდა.
ის ვერ ეგუებოდა იმ აზრს, თუ როგორ შეიძლება სიცოცხლე წაართვა საკუთარ შვილს და ადამიანურადაც კი არ დაასაფლავო.

image

პროფესიით მშენებელმა ტონგ ფუოკ ფუკმა თავისი დანაზოგით ნაკვეთი იყიდა მთა ხონ ტომის ძირში, მიიღო ჰოსპიტალის ნებართვა და დაიწყო იქ იმ პატარების დასაფლავება, რომელთა ცხოვრებაც მაშინ შეწყდა, როდესაც ჯერ არც დაწყებულა. მამაკაცის ჭეშმარიტი მიზანი სულ სხვა რამ იყო _ ის იმედოვნებდა, რომ ორსული ქალები, რომლებიც ამ სასფლაოზე მოხვდებოდნენ, გადაიფიქრებდნენ და აღარ მოიშორებდნენ ბავშვს.


image


image



გავიდა სულ ცოტა ხანი და ტონგთან დაიწყეს მისვლა იმ დედებმა, რომლებსაც მატერიალური სიძნელეების გამო აღარ შეეძლოთ შვილის აღზრდა. ეს შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მამაკაცმა ყველა ბავშვი მიიღო თავის ოჯახში. დროთა განმავლობაში სასფლაოსთან ახლოს გაჩნდა სახლი, რომელიც ასეულობით ბავშვის მშობლიურ სახლად იქცა.

image


image


რომ არ აერიოს ბავშვების სახელები, ტონგი მათ საოცარ და საყვარელ სახელებს არქმევს _ „ ტამ“, რაც ვიეტნამურ ენაზე „ გულს“ ნიშნავს, ან „ ვინ“ –„ პატივი“. ყოველი პატარა ორმაგ გვარს ატარებს - მშობელი დედის და თავის გადამრჩენის ტონგის.

image

როდესაც დატოვებული ბავშვის დედას ფინანასური პრობლემები აღარ აქვს, ტონგი მათ შვილებს უბრუნებს. „მე ვაპირებ ჩემი საქმე გავაგრძელო ბოლო ამოსუნთქვამდე, _ ამბობს მრავალშვილიანი მამა ტონგ ფუოკ ფუკი. _ და იმედი მაქვს, როცა მე ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნები, ჩემი შვილები გააგრძელებენ ჩემ საქმეს“.






2
592
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
592
  
2016, 8 ივლისი, 22:21
კაცია კაცური
0 1 2