x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბოსტნეულის რაგუ და ბადრიჯანი იტალიურად

image


ბადრიჯანი იტალიურად


მასალა:


ბადრიჯანი - 1, 5 კგ.
ბულგარული წიწაკა - 0, 5 კგ.
პომიდორი - 1 კგ.
ხახვი - 2 თავი
ნიორი - 1 თავი
მარილი და მწარე წიწაკა - გემოვნებით
მწვანილი - ქინძი, ოხრახუში, ქონდარი
ზეთი - საჭიროების მიხედვით

პროდუქტის მომზადება:

1. გაფცქვენით ბადრიჯანი და სიგრძეზე ძალიან თხელ ფენებად დაჭერით, მარილი მოაყარეთ და ერთი საათი გააჩერეთ.

2. დაჭერით ბულგარული წიწაკა კუბიკებად.
3. გაფცქვენით და დაჭერით პომიდორი უბიკებად.
4. ერთად დაჭერით ხახვი და ნიორი.
5. დაჭერით მწვანილი.

მომზადება:

1. გაწურეთ და ზეღში შეწვით ბადრიჯანი > ტაფიდან ამოღებისთანავე (სანამ გაცივდება, თორემ შემდეგ გამაგრდება), ბადრიჯანი დაანაწევრეთ – გაყავით სიგრძეზე ორ ნაწილად.
2. მოთუშეთ ბულგარული წიწაკა ზეთში თავდახურულ ტაფაში > როდესაც შეწითლდება, ამოიღეთ და ბადრიჯანს შეურიეთ.

3. ხახვი და ნიორი ერთად მოთუშეთ თავდახურულ ტაფაში (ეს ყველაფერი, ერთ ტაფაში კეთდება. მორიგეობით ჯერ ერთს შეწვავთ, შემდეგ, მეორეს მოთუშავთ...).
4. როდესაც ხახვი შეწითლდება, ტაფაში ჩაასხით დაჭრილი პომიდორი.
5. პომიდორს, მოხარშვის შემდეგ, დაამატეთ შემწვარი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა და კარგად ამოურიეთ.

6. როდესაც კერძი წამოდუღდება, გემო გაუსინჯეთ, ბადრიჯანი რადგან მარილიანი იყო, შესაძლებელია მარილი აღარ დასჭირდეს. თუ საჭირო იქნება, დაამატეთ > დაამატეთ მწვანილი და მწარე წიწაკა > კარგად ამოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით > სახურავი დაახურეთ და 5 წთ. გააჩერეთ.


შენიშვნა: ამ კერძის მოსამზადებლად, დაახლოებით, 3 სთ. არის საჭირო. მაგრამ, იმდენად გემრიელია, რომ ნამდვილად ღირს დროის დახარჯვა.

აქვე გთავაზობთ ბოსტნეულის რაგუს რეცეპტს, რომელიც ისეთი გემრიელი არ არის, როგორც «ბადრიჯანი იტალიურად», მაგრამ, სამაგიეროდ, უფრო სწრაფად მზადდება.


ბოსტნეულის რაგუ


მასალა:

პომიდორი - 800 გრ.
ბადრიჯანი - 500 გრ.
ბულგარული წიწაკა - 5-6 ცალი
ხახვი - 2 თავი
ნიორი - 5 კბილი
ზეთი - 5 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
მწვანილი - ქინძი, ოხრახუში

მასალის მომზადება:

1. გაფცქვენით და დაჭერით ბადრიჯანი სიგრძეზე, ჩხირებად. დააყარეთ მარილი და 1 სთ. გააჩერეთ.
2. გაფცქვენით და დაჭერით პომიდორი კუბიკებად.
3. ბულგარული წიწაკა დაჭერით სიგრძეზე, ძალიან წვრილად.
4. ერთად დაჭერით ნიორი და ხახვი.
5. დაჭერით მწვანილი.

მომზადება:

1. ზეთში მოთუშეთ ხახვი და ნიორი.
2. დაამატეთ კარგად გაწურული ბადრიჯანი და დანარჩენი ბოსტნეული.
3. მოხარშეთ ნელ ცეცხლზე და დროდადრო ურიეთ.
4. როდესაც ბოსტნეული მოიხარშება, დაუმატეთ მარილი და მწვანილი > გადმოდგით კერძი ცეცხლიდან.

0
631
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
631
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0