საზოგადოებრივი სად გაქრა ომის შემდეგ, გესტაპოს უფროსი ჰაინრიხ მიულერი? 2023, 12 დეკემბერი, 16:17 1945 წლის მაისში გვამი იპოვეს, დასახიჩრებული სახით. მის SS–ის სამხედრო პიჯაკი ეცვა, რომლის ჯიბეში ნანახი დოკუმენტის მიხედვით, ის ჰაინრიხ მიულერს ეკუთვნოდა. ამის საფუძველზე, ოფიციალური დასკვნა გაკეთდა, იმის თაობაზე, რომ ნაცისტური გერმანიის საიდუმლო პოლიციის უფროსმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს მოსაზრება უკვე საეჭვო გახდა... მიულერი, ჰიტლერის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. სწორედ ის ხელმძღვანელობდა დანაშაულთა გამომძიებელ კომისიებს, იყო ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას ერთგული და ჰიტლერსაც ერთგულად ემსახურებოდა. პოლიციის უფროსის გარდაცვალების ისტორია, XX ს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა – მრავალფეროვანი ვერსიები გაჟღერდა, დაიწერა წიგნები, გამოქვეყნდა მიულერის დღიურები, მაგრამ ამან, საიდუმლოს ამოხსნასთან მეცნიერები, ოდნავაც არ დააახლოვა. ჯერ–ჯერობით უცნობია, ზუსტად როგორ და როდის გარდაიცვალა ჰაინრიხ მიულერი. მართლა გადარჩა ის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ?.. და თუ ეს სიმართლეა, სად იყო, ან რა აკეთებდა გერმანიის დამარცხების შემდეგ. ამ საიდუმლოს ამოხსნაში დახმარებას მოწმეები ცდილობდნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გესტაპოს მეთაური მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგ., ლათინურ ამერიკაში, ალბანეთში და სსრ კავშირშიც კი ნახეს. გავრცელდა ჭორი, რომ ნაცისტი დამნაშავე მოსკოვში იმყოფებოდა და ბერიას დაქვემდებარებაში მუშაობდა. ხოლო ალბანეთში, მხოლოდ ბერიას დაჭერის შემდეგ გაიქცა. ასე იყო, თუ ისე, მიულერი მკვდარი არავის უნახავს და XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავის პოვნის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. სხვა სიახლეები:* ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები* II მსოფლიო ომის ამოუხსნელი საიდუმლოებები* 9 რამ, რაც არ შეიძლება მშიერ კუჭზე და ის, რაც შეიძლება* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად898 2-ს მოსწონს
|