x
image
ციცი
Mediator image
"ამ განაჩენში მე მაშინ დავრწმუნდი, გადაცემა რომ გავაკეთე..."-როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები მაგდა პაპიძის განაჩენს-" საკუთარი აბორტები დაითვალეთ!!!"
image
ყველაზე გახმაურებული სასამართლო საქმე და ყველაზე სასტიკი განაჩენი-მაგდა პაპიძე ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს და მას უვადო პატიმრობა შეეფარდა.

მაგდა პაპიძეს ისე მიუსაჯეს უვადო პატიმრობა, რომ მას ქმარ-შვილის მკვლელობა არ უღიარებია. სოციალური ქსელში და მედია სივრცეში აქტიურად განიხილება ამ საქმის ყველა დეტალები. მთელი საზოგადოება ჩართულია მკვლელობის დეტალების და განაჩენის გამოტანის განხილვაში და შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს "ხოცავენ" დაპირისპირებული მხარეები. ზოგისთვის მაგდა პაპიძე ცივსისხლიანი მკვლელია, რომელიც სასამართლო პროცესზე თმებშეღებილი და მაკიაჟ გაკეთებული გამოჩნდა, ზოგიერთებისთვის კი მიუხედავად მტკიცებულებებისა, დაუჯერებელია რომ დედა შვილს მოკლავდა.

სოციალური ქსელით ცნობილი ქართველებიც ეხმაურებიან მაგდა პაპიძის განაჩენს:


ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მაგდას დის მიერ მოწყობილ ისტერიკას ეხმაურება, რომელმაც ორსული პროკურორი დაწყევლა:


"მაგდა პაპიძის დის ისტერიკა ვნახე. როგორ კივის, რომ უნდა პროკურორის შვილი მოკვდეს და დავრწმუნდი, ამ ოჯახშია რაღაც უცნაური, პათოლოგიური. ბურუსით მოცულია მოტივი. როგორ ჯეროდა ქალს, რომ ასეთი სადისტური მკვლელობების შემდეგ, მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას. ესაა ჩემთვის ყველაზე უცნაური და ამოუხსნელი. მე მაინც მგონია რომ მის ფსიქიურ მდგომარეობას არ შეიძლება ეწოდოს სტაბილური. ეს არ მჯერა ყველაზე მეტად თორემ, ამ განაჩენში მე მაშინ დავრწმუნდი გადაცემა რომ გავაკეთე. დაუჯერებელი, მაგრამ რეალობა ესაა."

" ნუ ამართლებთ ისტერიკით! ისტერიკა რომ ჰქონდა და საქციელი რომ დაკარგა, იმიტომაც გამოაჩინა რეალური სახე! მე აფექტში ვიგინები, ვიღაც ტირის, ვიღაც დუმდება, მაგრამ სხვისი შვილი ასე გაიმეტო ეს აჩვენებს შენ სახეს! ნამდვილ სახეს!"


ხოლო განაჩენის გამოტანის სემდეგ კიდევ დაპოსტა:

"მაგდა პაპიძეს სამუდამო მიუსაჯეს. მე კიდევ იმას ვერ ვიგებდი ეს გოგო რისთვის იბრძოდა. რად უნდოდა "თავისუფლება", რომელსაც მაინც ვეღარასოდეს მოიპოვებს. მის ადგილას ვიტყოდი- სულერთია.
ამ ამბის ორივე მხარე ჩვენ გვყავდა პირველად ეთერში და ეს შენი დამსახურებაა. Tashka Tamar Chantladze. მახსოვს როგორ გააკეთე ეგ გადაცემები და ამიტომ ვალდებული ვიყავი საჯაროდ მეთქვა, ყოჩაღი ხარ შენ..."imageimage


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი-"ცოლების თანამდებობებზე მინისტრებივით მომჯდარო ქალებო!
მოეშვით მაგდა პაპიძის ლანძღვას, შედით ქუხნაში, საჭმელი გააკეთეთ, სახლი დაალაგეთ და საკუთარი აბორტები დაითვალეთ!!!"imageრუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

"ნამდვილად არ მიმიდევნებია თვალი მაგდა პაპიძის საქმისთვის. დეტალებსაც არ ვიცნობ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა:
1. თორმეტივე მსაჯულის ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის მჯერა;
2. უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია და ვერანაირად ვერ დასაბუთდება რაციონალურად ("აბა შვილს რომ დედა მოკლავს" სენტიმენტალურ-ტრაგიკული დისკურსი სრულიად არარელევანტურია). გულგანგმირული ქალი-დედა მოსამართლის განაჩენის შთაბეჭდილებას ტოვებს მხოლოდ, და არა სამართლიანი სასჯელის. სასჯელი სამაგიეროს მიზღვა არაა მხოლოდ. შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ. მგონი."image ჟურნალისტი გოდერძი შარაშია-"რისთვის იბრძვის მაგდა პაპიძე რომ გაათავისუფლონ? და ვინ დახვდება სახლში? ექვსი წლის წინ მისაქციელში დედას რომ შვილი შემოაკვდა იმას ვინ დახვდა ციხიდან სახლში რომ დაბრუნდა? შესაძლოა ეს ამბის ლირიული მხარეა, მაგრამ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო პროცესზე, იღლიაში ბიბლია რომ აქვს ამოჩრილი, არც იმის მჯერა-ლირიკის დასასრული."imageუფლებადამცველი ბაია პატარაია-"საქართველოს საყვარელ საყოველთაო მონსტრად შერაცხულ მაგდა პაპიძეს, არც მეტი და არც ნაკლები - უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
შედარებისთვის:
2014 წელს მოკლული ქალების ქმრებს და ყოფილ ქმრებს არც ერთს არ მისჯია 15 წელზე მეტი, ამ 12 მკვლელისგან 4 იყო რეციდივისტი; ხოლო ერთს, რომელსაც ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანაში დაედო ბრალი 2000 ლარის ჯარიმა და პირობითი სასჯელი დაეკისრა.
გასაოცარი თანასწორობა წილხვედრში.
დეტალური ინფრომაციისთვის იხილეთ, საია-ს კვლევა, ავტორი თამარ დეკანოსიძე, 2014 წელს მომხდარი
ფემიციდის შესახებ. "image

0
1258
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0