x
image
მანჩო 777
იცით თუ არა, რომ? - 15 შოკისმომგვრელი სტატისტიკური ფაქტი ჩვენს შესახებ
image


მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა მათემატიკა, ალბათ მაინც აღიარებთ იმ ფაქტს, რომ სტატისტიკა საჭირო მეცნიერებაა. მას ჩვენ ყველგან ვხვდებით: სარეკლამო განცხადებებში, ახალ ამბებში, სატელევიზიო რეპორტაჟებში...მოკლედ, ადამიანის მიერ შექმნილ თითქმის ყველა ტექსტში და ის დიდ როლს თამაშობს ჩვენს მიერ სამყაროს აღქმაში. რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესოა სტატისტიკური მონაცემები ადამიანების ანუ ჩვენს შესახებ.


მოკლედ, თქვენს წინაშეა 15 საინტერესო ფაქტი კაცობრიობის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით.


15. კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ომებში დაახლოებით მილიარდი ადამიანი დაიღუპა


image

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს კარგად გვესმის, თუ რა დამანგრეველი და სავალალო შედეგი მოსდევს ომებს, ადამიანები კვლავ და კვლავ იღუპებიან ომებში. მხოლოდ მეოცე საუკუნეში 100 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა ომებში, ამიტომ ციფრი ერთ მილიარდი სულაც არ ჩანს გაზვიადებულად, თუ გავითვალისწინებთ ომის თანმდევ უბედურებებს, როგორიცაა შიმშილი, სიღარიბე, ეპიდემიები..


14. უსინათლო ადამიანები უფრო მეტად იტანჯებიან კოშმარებისაგან, ვიდრე თვალხილულები

image

დანიელი მეცნიერების მიერ 2014 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს სამჯერ უფრო მეტად აწუხებთ კოშმარები, ვიდრე ადამიანებს ნორმალური მხედველობით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ფხიზლად ყოფნის პერიოდში ისინი გაცილებით უფრო მეტად ხვდებიან სასიცოცხლო რისკის ქვეშ, ვიდერ ნორმალურად მხედველები.


13. ამერიკელები გაზიანი სასმელების ყველაზე ინტენსიური მომხმარებლები არიან

image

სტატისტიკის მიხედვით, 1970 წელთან შედარებით აშშ-ში გაზიანი სასმელების მოხმარება სამჯერ გაიზარდა. აქ ყოველწლიურად 600 ათას ლიტრზე მეტი გაზიანი სასმელი ისმება. მისი მომხმარებლები ყველაზე ხშირად 30 წლამდე მამაკაცები არიან.


12. თანამედროვე მსოფლიოს მთელი მოსახლეობა 10 ათასი არსებისგანაა წარმოშობილი


image


მხოლოდ 10 ათასმა არსებამ, მცხოვრებმა დედამიწაზე 70 ათასი წლის წინ, მისცა საშუალება ჩვენს ბიოლოგიურ სახეობას გაეგრძელებინა არსებობა, რადგან სწორედ ამ პერიოდში მოხდა უდიდესი ვულკანური ამოფრქვევები. ამ ფაქტის ერთ-ერთი თვალნათელი დადასტურებაა გენეტიკური სიმახინჯე, რომელიც ახლო ნათესავებს შორის ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებში გვხვდება. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დნმ ძალიან ჰგავს ერთამენთს.


11. დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღატაკეში ცხოვრობს

image

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ყველა ღონეს ხმარობენ სიღარიბის დასაძლევად, აფრიკასა და აზიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 3 მილიარდი ადამიანის დღიური შემოსავალი 2, 5 დოლარს არ აჭარბებს და ამ ადამიანების კიდევ ნახევარზე მეტი დღეში ერთ დოლარად ცხოვრობს, უფრო სწორად არსებობს.


10. ჩვენ ყოველდღიურად ვყრით კოლოსალური რაოდენობის ნაგავს

image

ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი ყოველწლიურად 3 ცენტნერზე მეტ ნაგავს აგროვებს და ყრის. აბა წარმოიდგიენთ მისი სრული რაოდენობა... ყველაზე მეტ ნაგავს აგროვებს ამერიკის და ევროპის მოსახლეობა, თუმცა მათ არც ინდოეთი და ჩინეთი ჩამორჩება.


9. ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ ცხარე საკვების მიღება

image

ცხარე გემო, რომელიც ზოგიერთ მცენარეს ჩამოუყალიბდა ევოლუციის პროცესში, აშინებს თითქმის ყველა არსებას, ვინც კი მას გასინჯავს. ადამიანი ერთადერთია ცოცხალ არსებებს შორის, ვინც წიწაკიან საკვებს ეტანება.


8. დედამიწაზე მცხოვრებმა 700 მილიონზე მეტმა ადამიანმა არ იცის წერა-კითხვა

image

სინამდვილეში ეს ციფრი ზუსტად ასე გამოიყურება -775 მილიონი, თუმცა ამ მხრივ დიდი პროგრესი მოხდა მე-20 საუკუნეში. ამ დრომდე წერა-კითხვა მხოლოდ მდიდარი კლასის პრივილეგიად ითვლებოდა. საბედნიეროდ, დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში აქვთ ადამიანებს საშუალო ზოგადი განათლების მიღების უფლება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია ქვეყანა, სადაც უამრავი წერა-კითხვის უცოდინარი ცხოვრობს.


7. გულის შეტევები ადამიანებს ყველაზე ხშირად ორშაბათობით ემართებათ

image

გულ-სიხლძარღვთა დაავადებები-ერთ ერთი ყველაზე ჩუმი მკვლელია დედამიწაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის. განსაკუთრებით ხშირია გულის შეტევები ძილის დროს და ახალგაღვიძებულზე. ძილის მდგომარეობიდან სწრაფი გამოსვლა ერთგვარი სტრესია ორგანიზმისათვის და ის ხშირად იწვევს გულის შეტევის პროვოცირებას. ზუსტად იგივე მიზეზით ხშირია ეს შეტევები ორშაბათობით-დასვენების დღეების შემდეგ დიდი დატვირთვა და დაძაბულობა გულს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.


6. კაცობრიობა ყოველწლიურად ფლორისა და ფაუნის ასამდე სახეობას ანადგურებს

image

ადამიანები კატასტროფული სიჩქარით უცვლიან სახეს დედამიწას: ატმოსფეროს და გარემოს დაბინძურება, ხეების გაჩეხვა და მსოფლიო ოკეანის დაჭუჭყიანება ეკოსისტემის ნგრევას იწვევს. რესურსების მსოფლიო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელის მიხედვითაც ყოველწლიურად საშუალოდ 100-მდე ბიოლოგიური სახეობა ქრება. თუ ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის დედამიწაზე ამჟამად არსებული სახეობების ნახევარზე მეტი უკვე აღარ იარსებებს.


5. ფეისბუკზე მილიონობით გარდაცვლილი ადამიანის პროფილია

image

ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ ''ფეისბუკში'' უკვე მილიარდნახევარი იუზერია დარეგისტრირებული. ლოგიკურია, რომ მათ შორის, ვინც უკანასკნელი ათი წლის მანძილზე გახსნა პროფილი, ძალიან ბევრი უკვე აღარაა ცოცხლებს შორის, მაგრამ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე თქევნ ეს გგონიათ.

უბრალო სტატისტიკა: ყოველდღიურად დაახლოებით 10 ათასამდე ფეისბუკზე დაგისტრირებული ადამიანი კვდება, ასე რომ დაახლოებით 30 მილიონამდე პროფილია არაააქტიური ამ სამწუხარი მიზეზის გამო. გარდაცვლილის ახლობლებს შეუძლიათ მიწერონ საიტის ადმინისტრაციას და ისინი დახურავენ არამოქმედ პროფილებს ან მას მემორიალურ სტატუსს მიანიჭებენ, თუმცა როგორც წესი, ეს საკმაოდ იშვიათად ხდება.


4. რელიგიურ დაპირისპირებასთან დაკავშირებული აგრესია ყოველწლიურად მატულობს მსოფლიოში

image

ითვლება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი სახეობის არსებობის ყველაზე მშვიდობიან პერიოდში (დიახ, დიახ, წინათ გაცილებით უარეს პირობებში უხდებოდა ადამიანს ცხოვრება, თუმცა ტელევიზორების ეკრანებიდან გამუდმებით საპირისპიროს ჩაგვჩიჩინებენ), თუმცა მსოფლიოში არსებული ქვეყნების თითქმის მესამედი იძულებულია რელიგიურ ნიადაგზე არსებული კონფლიქტები მოაგვაროს.


2. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იღუპება...კოღოების წყალობით

image

დედამიწაზე უამრავი სახეობის სახიფათო ცხოველი ცხოვრობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაზე საშიში მათგან არც გველია და არც ზვიგენი, არამედ ერთი შეხედვით უწყინარი პატარა მწერი კოღო. ყოველწლიურად 600 ათასამდე ადამიანი იღუპება მალარიით, ხოლო კიდევ 200 ათასი ატარებს ამ დაავადებას, რომელიც კოღო ანოფელესს გადააქვს.


1. მსოფლიოში გაცილებით მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მობილური ტელეფონი აქვთ, ვიდრე მათი, ვისაც საკუარი ტუალეტი აქვს

image

უკაანსკნელი ოცი წლის მანძილზე მობილური კავშირის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა. ის იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, რომ სტატისტიკამ შემდეგი გასაოცარი ფაქტიც კი წარმოგვიდგინა: უკვე 6 მილიარდი ადამიანი სარგებლობს მობილური ტელეფონით მაშინ, როცა მხოლოდ 4, 5 მილიარდს აქვს საკუთარი კეთილმოწყობილი ტუალეტი სათანადო კანალიზაციით... ვერაფერს იტყვი, მართლაც რომ პარადოქსების ეპოქაში ვცხოვრობთ!


0
735
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
735
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0