x
image
melody_inside
მთვრალი დედა ორი შვილის მოკვლას ცდილობდა, რათა ყოფილ მეუღლეზე ეძია შური!

image

ციმბირელმა პოლიციელებმა კრასნოიარსკის ოლქის სოფელ ქვედა პოიმაში სიკვდილისგან ორი ბავშვი იხსნეს. ხუთი წლის ბიჭუნას და მისი წლინახევრის ძმის მოკვლას საკუთარი დედა ცდილობდა, ქმარზე რომ ეძია შური.


როგორც იტყობინებიან, ქალმა გადაწვიტა შვილები მოეკლა- შური რომ ეძია ქმარზე, რომელმაც ის მიატოვა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ქალი იმყოფებოდა რა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, დაურეკა თავისი ყოფილი სამოქალაქო მეუღლის სამსახურის უფროსს და შეატყობინა, რომ სწორედ ახლა მოკლავდა თავის შვილებს. მან
მისცა ყურმილი უფროს შვილს- ბიჭი ყვიროდა, შველას ითხოვდა და ამბობდა რომ დედა სცემს და გუდავს.


ზარის შემდეგ მამაკაცი მაშინვე წავიდა თავის ყოფილთან სახლში, მაგრამ კარები დახვდა დაკეტილი. დიასახლისმა ფანჯრიდან განუცხადა, რომ ერთი ბავშვი უკვე მოკლა, აჩვენა მეორე და დაპირდა რომ მასაც მოგუდავდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა შეაღწიეს შენობაში და გადაარჩინეს ბავშვები.


მათ მისვლამდე ქალს უკვე ჰქონდა წლინახევრის შვილის ყელზე მარყუჟი ჩამოცმული და ღუმელის სარქველზე უპირებდა ჩამოკიდებას. ბავშვი უგონოდ იყო მაგრამ შეძლეს მისი რეანიმირება. მას უფროსი შვილის მოკვლაც უცდია, მაგრამ ბავშვმა გაქცევა შეძლო და ტახტის უკან დაიმალა.
ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. პატარა პაციენტებს ექიმებმა აღმოუჩინეს სხეულზე დაზიანებები, სისხლჩაქცევები და ყელზე მოგუდვის კვალი.


ბიჭების დედა დაკავებულია, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ქალმა განაცხადა, რომ სურდა შური ეძია ყოფილ მეუღლეზე, რომელმაც ის მიატოვა სხვა ქალის გამო. იტყობინებიან, რომ სამართალდამცავებს ეს ოჯახი აღიცხვაზე მანამდე არასოდეს არ ყოლიათ.



0
422
14-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
422
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0