საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის დიდი ნაწილი თვლის, რომ ოქრო _ ეს ყველაზე ძვირადღირებული მასალაა . რაც არასწორია.
14. სანელებელი „ ზაფრანა“ _ 11 დოლარი გრამში
ეს არის უნიკალური სანელებელი, რომელშიც შერწყმულია გემოც და სარგებელიც. მისი წარმოება ძალიან შრომატევადია, ხოლო მის არომატს, გემოს და სამკურნალო თვისებებს სხვა სანელებლებთან შედარებით ტოლი არ ჰყავს.
13. ოქრო _56 დოლარი გრამში
ყველაზე ცნობილი ძვირფასი ლითონი, რის გარეშეც არცერთი ქალი არაა ალბათ დედამიწაზე. ძველთაგანვე ის თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენდა. მსოფლიოში ყველაფერ მშვენიერს სწორედ მას ადარებენ.
12. რადიუმი _ 58 დოლარი გრამში
ძალიან იშვიათი ლითონი პლატინის ჯგუფიდან. საშუალოდ 1 ტონა მიწის ქერქში სულ რაღაც 0, 001 გრ რადიუმია. ამით ყველაფერია ნათქვამი.
11. პლატინა _ 60 დოლარი გრამში
იშვიათი და ძვირფასი ლითონი მოვერცხლისფრო- ფოლადისფერი. ოქროს მსგავსად, ის მდგრადია მჟავებისადმი და სხვა შენაერთებისადმი.
10. მეტამფეტამინი _ 100 დოლარი გრამში
ეს სწორდ ისაა, რასაც ცნობილი სერიალის "Breaking Bad"- ის მთავარი გმირი ხარშავდა. ის კანონით აკრძალულია და უკეთესია თუ თვალით საერთოდ არ ნახავთ.
9. მარტორქის რქა _ 110 დოლარი გრამში
ფასეულია სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე მზადდება დანების სახელურები. საცოდავი მარტორქები ბრაკონიერების გამო უკვე გადაშენების საშიშროების წინაშე დგანან.
8. LSD_ 3 000 დოლარი გრამში
ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება. ძვირადღირებული ნელი სიკვდილი. ამ ნახევრადსინთეთიკური ნარკოტიკის დამზადება საკმაოდ შრომატევადია, ამიტომ თვითღირებულებაც შესაბამისი აქვს. ის კანონითაა აკრძალული.
7. პლუტონიუმი _ 4 000 დოლარი გრამში
თეთრი- მოვერცხლისფრო მყიფე რადიოაქტიური ლითონი. გამოიყენება ატომური იარაღის წარმოებაში, ატომური რეაქტორების საწვავად და კოსმოსურ აპარატებში ენერგიის წყაროდ.
6. პაინიტი _ 9 000 დოლარი გრამში
ეს ქვა იმდენად იშვიათია, რომ მის შესახებ თითქმის არავინ არ იცის. მინერალი
ნარინჯისფერია, ან წითელ- მოყავისფერო და აღმოჩენილია მხოლოდ 65 წლის წინ.
დღეს-დღეობით მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ასეული კრისტალია მხოლოდ.
5. ტააფეიტი _ 20 000 დოლარი გრამში ან 4 000 დოლარი კარატში
ძვირფასი ქვა. შეიძლება იყოს იასამნისფერი, ვარდისფერი, წითელი და უფერულიც კი. ის მილიონჯერ უფრო იშვიათობაა, ვიდრე ალმასები რამაც გახადა ის ლეგენდად. მიუხედავად მისი უნიკალურობისა, საიუველირო წარმოებაში სამკაულებზე დიდი მოთხოვნილება არაა. ამასთან დაკავშირებით მას ფასი შედარებით ნაკლები აქვს.
4. ტრიტიუმი _ 30 000 დოლარი გრამში
ის გამოიყენება სინათლის წყაროებში.ერთი კილოგრამი ტრიტიუმის წარმოება ღირს 30 000 მილიონი დოლარი.
3. ალმასი _ 55 000 დოლარი გრამში
ყველაზე ცნობილი ქვა დედამიწაზე. მასზე ოცნებობს ყველა გოგონა.
2. კალიფორნი _ 25-27 მილიონი გრამში
ყველაზე ძვირფასი ელემენტი, რომელიც შეიქმნა მხოლოდ ერთხელ მისი აღმოჩენისას 1950 წელს
1. ანტიმატერია _ 62, 5 ტრილიონი გრამში
ყველაზე ძვირი სუბსტანცია დედამიწაზე. მილიგრამ პოზიტრონის დასამზადებლად დაიხარჯა 25 მილიონი ამერიკული დოლარი. მომავალში თეორიულად ანტინივთიერება გამოყენებული იქნება კოსმოსურ ხომალდებში საწვავის მაგივრად. მაგრამ ერთი გრამი რომ დამზადდეს, ამისთვის მთელმა მსოფლიომ უნდა იმუშაოს მუხლჩაუხრელად.