ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წ![ნანუკა ჟორჟოლიანი ლანა პაპიძის
საქციელზე ალაპარაკდა image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201607/20160705122623597.jpg)
უთის წინ დაწერა სტატუსი მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის საქციელის შესახებ, გთავაზობთ ტექსტს სრულად: "მაგდა პაპიძის დის ისტერიკა ვნახე. როგორ კივის, რომ უნდა ვიღაცის შვილი მოკვდეს და დავრწმუნდი, ამ ოჯახშია რაღაც უცნაური, პათოლოგიური. ბურუსით მოცულია მოტივი. როგორ ჯეროდა ქალს, რომ ასეთი სადისტური მკვლელობების შემდეგ, მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას. ესაა ჩემთვის ყველაზე უცნაური და ამოუხსნელი. მე მაინც მგონია რომ მის ფსიქიურ მდგომარეობას არ შეიძლება ეწოდოს სტაბილური. ეს არ მჯერა ყველაზე მეტად თორემ, ამ განაჩენში მე მაშინ დავრწმუნდი გადაცემა რომ გავაკეთე. დაუჯერებელი, მაგრამ რეალობა ესაა."