x
image
alex999
ხმელთაშუა ზღვაში 9 კგ ოქროს საგანძური იპოვეს!
ჩვენ შორის ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უოცნებია ერთბაშად გამდიდრებაზე, დიდი განძის პოვნაზე. ზოგიერთს ეს ნატვრა რეალობად ექცა. დედამიწაზე თითქმის ყოველდღიურად პოულობენ განძს – ხან შეუპოვრარი ძიების შედეგად, ხანაც – სრულიად შემთვევით. მაგალითად, ზოგ სახელმწიფოში კანონით, ნებისმიერი ნაპოვნი განძი ხელისუფლებას უნდა ჩაბარდეს, მპოვნელი კი მიიღებს ჯილდოს, თუმცა, ხშირად არამატერიალურს. ამის გამო განძის ბევრი აღმომჩენი დუმილს ამჯობინებს.



განძის მაძიებლები გამუდმებით ტრიაელებენ არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ადგილებში. ასეთ ადგილას ნაპოვნის საკუთრებაში დატოვებისა და კვალის წაშლის მიზნით, ისინი ხშირად პოვნის ადგილის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ იძლევიან. ამის მაგალითია “ნებრას ცის ნატეხის” ისტორია. იგი მაძიებლებმა არალეგალური გზით აღმოაჩინეს, მიუხედავად მისი სამეცნიერო მნიშვნელობისა, აღმოჩენის შესახებ არ განაცხადეს და მის გაყიდვას შეეცადნენ. თუმცა გამოუაშკარავდათ!


image


მყვინთავებმა, ისრაელის საგანძურის ისტორიის ყველაზე დიდ აღმოჩენას მოაწერეს ხელი. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, შემთხვევით აღმოჩენილი 2000 ცალი ოქროს


მონეტა 9 კილოგრამს იწონიდა. რაც შეეხება ოქროს მონეტების ისტორიას, როგორც

ექსპერტებმა დაადგინეს მონეტები X-XI საუკუნეებს ეკუთვნის.


image


მყვინთავებს თავდაპირველად მონეტები სათამაშო ეგონათ, თუმცა როდესაც მათ

ეჭვი დაებადათ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ნამდვილი ოქროს მონეტა, უმალვე რამოდენიმე წაიღეს მყვინთავთა კლუბის ოფისში. ადგილზე მოსულ პროფესორების

და ექსპერტების განცხადებით, ეს იყო ისრაელში ნაპოვნი ყველაზე ძვირფასი,

ანტიკური საგანძური.


image


მყვინთავების მიერ ნაპოვნი საგანძური ფასდაუდებელი გახდა.


2000 ოქროს მონეტა, რომელიც 9 კილოგრამს იწონიდა და ეკუთვნოდა X-XII საუკუნეებს აღმოჩნდა, რომ აფრიკაში ფატიმიდების ხალიფატის ოქრო ყოფილა.


image

ისრაელის არქეოლოგიის გენერალურ დირექტორმა შემდეგი განცხადება გააკეთა:


"ადგილზე უფრო ფართომასშტაბიანი გათხრები და კვლევები ჩატარდება! შესაძლოა

ამ ტერიტორიაზე უფრო მეტი და უფრო მნიშვნელოვანი განძიც აღმოვაჩინოთ!!!"



ექსპერტები და პროფესორები ვარაუდობენ, რომ ოქროს საგანძური ჩაძირულ გემიდან

არის შემორჩენილი.









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


0
336
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0