x
image
alex999
10 უცნაური რამ, რის გაკეთებაც მხოლოდ რომის ყველაზე გიჟ იმპერატორს, კალიგულას შეეძლო!!!

გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა - რომის იმპერატორი 37-41 წლებში. გერმანიკუსის ძე. მეტსახელი კალიგულა ეწოდა ჯარისკაცული ჩექმების გამო, რომლებსაც ბავშვობაში ატარებდა. იმპერატორად გამოაცხადეს ტიბერიუსის მოკვლის შემდეგ. იყო მერყევი, უპრინციპო პოლიტიკოსი, უკიდურესად პატივმოყვარე, ეგოისტი. ეჭვიანი და სისხლისმოყვარე ტირანი. მისმა უთავბოლო მფლანგველობამ დააცარიელა სახელმწიფო ხაზინა. ამას მოჰყვა ახალი მძიმე გადასახადები, განუკითხავი სადამსჯელო პროცესები და ქონების კონფისკაციები. ბოლოს თავი იუპიტერად გამოაცხადა და საკუთარი ცხენის გაკონსულებაც მოინდომა.


image


1. მოზარდობის ასაკში თავის 3 დასთან ერთად ინცესტი ჰქონდა!


2. კალიგულასთვის შეუძლებელი არაფერი იყო. "თუ ცხენით ბაიაის ყურეზე კაცი ვერ გაივლის, ის იმპერატორი ვერ გახდება" - ეს იყო ცნობილი ასტროლოგების მამა-პაპური გამონათქვამი! გახდა თუ არა კალიგულა იმპერატორი, მან პუტოიდან ბაიაიმდე ააშენებინა 3 მილის სიგრძის ხიდი, შემდეგ ჩაიცვა ალექსანდრე მაკედონელის ჯავშანი და ცხენზე ამხედრებულმა ამაყად გაიარა ბაიაის ყურეზე! მან თავი შეადარა რომის ღმერთს - ნეპტუნს და ყველას თანდასწრებით იმპერატორობა გამოაცხადა!


3. კალიგულას მელოტობის კომპლექსი ჰქონდა. დანაშაულად ითვლებოდა თუ ვინმე მის თავს დააკვირდებოდა. ხანდახან ის ყველას გამელოტების ბრძანებასაც გასცემდა ხოლმე, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა გარდაუვალი იყო!


4. ტიბერიუსისგან შემორჩენილი საგანძური კალიგულამ უაზროდ გაფლანგა. ის აწყობდა მეფურ წვეულებებს თითქმის ყოველდღე, საკუთარი ცხენი იმდენად უყვარდა, რომ მისთვის თავლაც კი ოქროსგან მოპირკეთებული თავლაც კი ააშენებინა.


5. ის თავს არამარტო იმპერატორად, არამედ ღმერთადაც აცხადებდა. გრანდიოზულ წვეულებებზე ალექსანდე მაკედონელის, ჰერაკლეს, აპოლოს ან ვენერას ტანისამოსებს იცმევდა.


6. მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა თავის დაცვის, მაკროს ცოლთან. უსისხლო იმპერატორმა მაკროს თავიდან მოსაშორებლად, მას ბრალი დასდო ქალებით ვაჭრობაში და თვითმკვლელობის ბრძანება გასცა. შემდეგ მთელს რომს მოსდო ამბავი იმის შესახებ, რომ მაკრომ მას ცოლი მიჰყიდა ერთი ღამით!


7. როდესაც არენა გლადიატორების ნაკლებობას განიცდიდა, კალიგულა მაყურებელთაგან არჩევდა იმ ადამიანებს, რომლებსაც მოუწევდათ ლომებთან შერკინება არენაზე!


8. საგადასახადოს შეკრებაზეც კალიგულა კვლავ გამორჩეული იყო. ის რომის იმპერატორის მოქალაქეებისგან გადასახადს არ იღებდა, თუმცა კლავდა მდიდრებს დამათ ქონებას ითვისებდა.


9. კალიგულა აიძულებდა მამებს, რომ საკუთარი შვილების სიკვდილით დასჯას დასწრებულიყვნენ. ერთ-ერთ მშობელმა, რომელმაც უარი განაცხადა შვილის სიკვდილით დასჯაზე დასასწრებად, დასჯის შემდეგ, დაასწრო თავის სუფრასთან და აიძულა რომ ემხიარულა.


10. კალიგულას უყვარდა ქალები და ბევრი ფული! მან შემოსავლის გაორმაგების მიზნით რომის იმპერიის სამეფო ტაძარში გახსნა ბორდელი. მსახური ქალები და მათი ქალიშვილები აიძულა, რომ ემსახურათ მდიდარ მამაკცებისთვის. წარუმატებლობის შემდეგ, მას ინცესტი ჰქონდა საკუთარ დასთან, როდესაც მან შეიტყო დის ორსულობის შესახებ, დაეჭვდა ბავშვის ნახევარ-ღმერთობაზე და თავის დედმამიშვილი დანით ნაკუწებად აქცია!


imageimageimageimageimageimageimage





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

1
4145
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
4145
  
2016, 5 ივლისი, 11:00
მალადეც მაგას..:-)
0 1 1