სხვა ფოტოები, რომლებიც წარსულის კარს სულ სხვა რაკურსით აღებს 2016, 4 ივლისი, 10:10 ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. ზოგჯერ ძნელია აირჩიო სწორი მიმართულება და გაარკვიო ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ზოგჯერ სამართალი ყველას და ყველაფერს აყენებს თავის ადგილას, თუმცა ჩვენს დროში ძნელია იპოვო სამართალი და სამართლიანი. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უმჯობესია ცუდ მოვლენებს უმზირო შორიდან და თავს თავად არ დაგვატყდეს, რადგან შორიდან უკეთ ჩანს ვინ არის ხაფანგში, ვინ სჩადის ფასდაუდებელ სიკეთეს და ინიციატივას იჩენს დატოვოს წვლილი ისტორიაში, რომელიც თაობებს გადაეცემა.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, წარმატებული კადრის წყალობით მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში, თუმცა არიან და იყვნენ ისეთებიც, რომელთაც სულაც არ ჰქონიათ წარმოდგენა, გარკვეული წლების შემდეგ მათი ფოტო, რომ ისტორიული მნიშვნელობის გახდებოდა. იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებსაც წარმოგიდგენთ დაგეხმარებათ შეიგრძნოთ წარსულის სწორედ ის მომენტები და შეხედოთ მოვლენებს სრულიად განსხვავებული კუთხით, ვინაიდან ზოგჯერ "ის" უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი უბრალო ფოტო და წარსულის კარს სულ სხვა რაკურსით გაგიღებთ. 1. პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზის ქორწილი, 1981 წელი. 2. ლეგენდარული ძაღლები- ბელკა და სტრელკა კოსმოსიდან მიწაზე დაშვების შემდეგ. 3. შამპანურის წვეულება, 1960-ნი წლები. 4. ზიგმუნდ ფრეიდი და კარლ იუნგი აბანოში, 1907 წელი. 5. მატა ხარი. 1910 წელი. 6. ალკოჰოლიზმის მკურნალობის უახლესი მეთოდოლოგია - აბუსალათინის ზეთი დიდი დოზით, 1916 წელი. 7. ელვისი და პრისცილა პრესლები, 1971 წელი. 8. ნიკიტა ხრუშჩოვი და ფიდელ კასტრო საქართველოში, 1963 წელი. 9. მადონა, თუფაქ შაკური და სტინგი ლოს-ანჟელესში, 1993 წელი. 10. ჯგუფი The Beatles, 1963 წელი. 11. 3000 ადამიანი, რომელთაც ააშენეს Chase Manhattan Bank-ი ნიუ-იორკში, 1964 წლის აგვისტო. 12. "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონში, ხაიბერის სტადიონზე, 1926 წელი. 13. ელისაბედ II-ის აღსაყდრება (დედოფლად კურთხევა), ლონდონი, ბუკინგემის სასახლე, 1953 წელი. 14. ხიდი ფორტ-როუ-ბრიჯის მშენებლობა, შოტლანდია, 1961 წელი. 15. თოვლის გუნდებით მოვაჭრე. 1983 წელი. 16. ავტოსკოლა, 1963 წელი. 17. ორშაბათი, მძიმე დღე. იაპონიის დილის მატარებელი. 1964 წელი. 18. ალისა ულპიანი. საფრანგეთის სილამაზის დედოფალი. 1921 წელი. 19. სკოლის დისკოთეკა 50-იან წლებში. 20. ხალხი ადის ლეგენდარულ გემ-ტიტანიკზე. 1921 წლის აპრილი. 21. ჯესიკა ლენგი, მილოშ ფორმანი, ვლადიმერ ვისოცკი და მარინა ვლადი ლოს-ანჟელესში, 1976 წლის აგვისტო. 22. იური გაგარინი და ჯინა ლოლობრიჯიდა მოსკოვში, 1961 წელი. 23. წყალქვეშა გემის ეკიპაჟის წევრები სპეციალურ (ჩაფხუტში) სკაფანდრებში. 1908 წელი. (მინიონებს არ გაგონებთ?) 24. პაემანი 1950-იან წლებში. 25. კონტრასტი- მდიდარი და ღარიბი, დიდი ბრიტანეთი, 1937 წელი. 26. დრიუ ბერიმორი სიგარეტზე უკიდებს სტივენ კინგს. 27. ზურგის ტკივილის განკურნება დათვის მეშვეობით. რუმინეთი, 1946 წელი. 28. სალვადორ დალი და კოკო შანელი. 6563 22-ს მოსწონს
|