პასუხი კითხვაზე, თუ როგორ ხშირად უნდა მიიღოს ადამიანმა შხაპი ყველას საკუთარი აზრი გააჩნია, ზოგი ფიქრობს რომ ყოველდღიური შხაპის მიღება უბრალოდ ჩვევაა, ზოგისთვის საჭიროება.
სისუფთავე - არ არის მხოლოდ კარგი იგი ასევე ზოგ შემთხვევაში ცუდიც შეიძლება იყოს.
"იდეა ყოველდღიური შხაპის მიღებისა სათავეს იღებს 50-60 - იანი წლებში ევროპის ქალაქებში სპეციალურად იყო გამოყოფილი საშხაპე ბინები, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს
შეეძლო შხაპის მიღება ისე რომ ამისთვის ცხელ დღეებში სამსახურიდან სახლში დაბრუნება არ დასჭირვებოდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ მაშინდელ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებები ავალდებულებდნენ ყოველთვის მოწესრიგებულები ყოფილიყვნენ მათი თანამშრომლები.
ერთ-ერთი პროფესორ-დერმატოლოგი სტივენ შუმაკი ამბობს რომ შხაპს ყოველდღიურობის ნავვლად აჯობებს თუ გრაფიკულად მივიღებთ.
შუმაკი ასევე აღნიშნავდა, რომ ცხელმა ყოველდღიურმა შხაპმა შეიძლება უფრო მეტი ცუდი მოგიტანოთ ვიდრე კარგი, "ძალიან ხშირი დაბანა აშრობს კანს, აზიანებს კანის უჯრედებს, ამის შედეგად ბაქტერიები და ვირუსები ადვილად აღწევენ კანში, იწება კანის ქავილი, აქერცვლა, რომელსაც შემდეგ სათანადო ზრუნვა ჭირდება, რათა არ განვითარდეს აუტოიმუნირი დაავადებები, როგორიცაა ეგზემა."
ხშირი შხაპის მიღებით ასევე სუსტდება თმა და მისი უჯრედები.
მაგალითად, მეცნიერებმა მანჩესტერის, ედინბურგის და ლანკასტერის უნივერსიტეტებში ჩაატარეს გამოკითხვა, გამოკითხული 1.800-ზე მეტი ადამიანიდან აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 10% იღებს შხაპს ყოველდღე ხოლო დანარჩენს ურჩევნია, შხაპი დიდი ხნის განმავლობაში არ მიიღოს და როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღოს შხაპი.
სად არის ოქროს შუალედი?
ექიმები საზოგადოებას ურჩევენ მიიღონ შხაპი ორ დღეში ერთხელ ეს სავსებად ნორმალური გრაფიკია, ხშირ შემთხვევაში შხაპის მიღება დამოკიდებულია კანის ტიპზე.
პროფესორი ჯონ ოქსფორდი ამბობს: " თუ ადამიანი რეგულარულად იბანენ ხელებს ასევე სახელს და ინტიმურ ტერიტორიას მაშინ ყოველ დღე შხაპის მიღება აუცილებელი აღარ არის."
პროფესორი შუმაკი კი ფიქრობს რომ ეს მაინც სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებზეა დამოკიდებული.მაგალითად, ავსტრალიის 29% დღეში ორჯერ იღებს შხაპს როდესაც ჩინეთის მოსახლეობის ნახევარი მხოლოდ კვირაში ორჯერ ბანაობს.
გარემოსდაცვითი ასპექტი
დოქტორი ელისონ ბრაუნი მანჩესტერის უნივერსიტეტიდან თვლის, რომ თუ ყოველდღე მივიღებთ შხაპს ეკოსისტემაზე ეს აუცილებლად აისახება და აისახება ძალიან ცუდად.ტექნიკის განვითარებასთან ერთად შეიქმნა ბევრი აპლიკაცია, რომესლითაც მომხმარებელს შეუძლია აკონტოლოს და შეადგინოს შხაპის მიღების მისთვის მოსახერხებლი გრაფიკი ერთერთი ასეთი აპლიკაციაა Hydrao.
ასევე მას შეუძლია აკონტოლოს, თუ რამდენი ლიტრი წყალი მოიხმართ დღეში.
P.S გაჭირვებით ვთარგმნე მე :)