x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჯანჯაფილის ყვავილობა, ფესვის შერჩევის და მოხმარების წესები

image

image

Etlingera Elatior Pink ანუ ეტლინგერა (лат. Etlíngera), და ასევე იმპერატორის ჩირაღდანი, იგივე ჯანჯაფილი, კოჭა, იმბირი, ფაიფურის ვარდი, ფილიპინური ცვილის ყვავილი – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე არის, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან, ჯანჯაფილისებრების ოჯახიდან.
ეტლინგერა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ყვავილი არის დედამიწაზე, დიდი წაგრძელებული, სქელი ფოთლებით და ულამზესი გვირგვინით, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური, წლის თბილ სეზონზე არის, როდესაც მის დიდ ყვავილს, ცვილის ელვარება ეფინება.


imageimageimage
იმბირი სანსკრიპტიდან, როგორც «რქიანი» ითარგმნება. ასეთი სახელი, სავარაუდოდ, მისი ფესვის ფორმას უკავშირდება.

ჯანჯაფილი პირველი სანელებელი იყო, რომელიც თითქმის 2000 წლის წინ, ძველ რომში და საბერძნეთში გამოჩნდა. თუმცა, ჩინელებისთვის და ინდონეზიელებისთვის ეს მცენარე ძველთაგანვე ცნობილი იყო.

არაბი ვაჭრები, რომლებიც ჯანჯაფილთ ვაჭრობდნენ, ადგილს სადაც მცენარე იზრდებოდა, საიდუმლოდ ინახავდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ის ტროგლოდიტების (ლათ. Homo troglodites) მიწაზე ხარობდა, შორს, სადღაც სამხრეთით, წითელი ზღვის იქით და მას ყოველთვის ფხიზლად იცავენ.
ჯანჯაფილის ევროპაში გამოჩენიდან, დიდი დრო გავიდა, ვიდრე მარკო პოლომ (1254 –1324) ჩინეთში აღმოაჩინა და აღწერა.

ევროპამ ეს მცენარე, როგორც სანელებელი ისე გაიცნო (ის ძალიან უხდება ხორცისა და თევზის კერძებს, ასევე ბრინჯს და ტკბილ დესერტს). მაგრამ დღეს, ის უფრო მეტად, თავისი უნიკალური თვისებებით არის ცნობილი. ჯანჯაფილის ფესვი ეხმარება ადამიანს ახალგაზრდობის და სილამაზის დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნებაში, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაში და იმუნური სისტემოს ამაღლებაში. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას, ასტიმულირებს ნაღვლის წვენის გამომუშავებას და სხეულს ტოქსიკური ნივთიერებებისგან ასუფთავებს.

ჯანჯაფილი მდიდარია С, В1, В2 და А ვიტამინებით, ხოლო მინერალებიდან შეიცავს: მაგნიუმს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას, ნატრიუმს, კალიუმს და თუთიას.

image

ჯანჯაფილის გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვის შეიძლება ნაყენის, ნახარშის ან ფხვნილის (250-500 მგ.) სახით. რეკომენდირებულია გაციების, გრიპის, ღებინების, კუჭში ჰაერის დაგროვების და მუცლის ტკივილის დროს. ჯანჯაფილი ასევე გამოიყენება ბოტკინის, დამბლის, პარაზიტული დაავადებების, ალერგიის, კანის ყველა სახის დაავადების და მათ შორის, ბრონქიალური ასთმის დროსაც კი. ის ამცირებს ქოლესტერინს დონეს სისხლში. აღმოსავლეთის მედიცინაში ითვლება, რომ ჯანჯაფილი აუმჯობესებს მეხსიერებას, ასუფთავებს თირკმელებს, გამოჰყავს მავნე ნივთიერებები ტვინიდან და ხორხიდან.

ძალიან სასარგებლოა ჯანჯაფილის ჩაი გონებრივი ან ფიზიკური დაღლილობის, სტრესის, ძალების აღდგენის, და ასევე დიეტაზე ყოფნის დროს. შესაძლებელია, უბრალოდ, მცენარის დანაწევრებული ფესვის თერმოსში მოთავსება, მდუღარე წყლის დასხმა და ამ ნაყენის დღის მანძილზე მიღება. დოზები კი ასეთია: 1 ლ. წყალზე – ალუბლის ხელა ფესვის ნაჭერი. ნაყენზე შეიძლება თაფლის, ლიმონის, პიტნის და წითელი მოცვის დამატება.

და ბოლოს, უკეთესია თუ ჯანჯაფილის ახალ ფესვს გამოიყენებთ, რადგან მშრალი ფესვი ან მისი ფხვნილი, ნაკლებად ეფექტურია, რადგან მშრალ ფესვში, ცოტა რაოდენობის არომატული და აქტიური ნივთიერება არის.

ახალი ფესვი უნდა იყოს მაგარი, პრიალა და მასზე არ უნდა აღინიშნებოდეს რაიმე სახის შავი ლაქა ან ობი. მოხმარების წინ, ფესვს ქერქი უნდა მოაცილოთ. ახალი ფესვი (ქერქით) მაცივარში 3 კვირა ინახება, საყინულეში – 6 თვემდე. ხოლო ფხვნილი მაცივარში – 1 წლამდე.

image

imageimage

0
2224
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0