დღესდღეობით ტექნიკა და მეცნიერება ისე განვითარდა, რომ ადამიანებმა შეძლეს გამოეგონებინათ რობოტები, რომლებიც დაემსგავსებოდნენ ადამიანებს და მათ ფუნქციებს შეითვისებდნენ. ამის მცდელობა გასულ საუკუნეებშიც იყო, თუმცა დახვეწილი, ადამიანის მსგავსი რობოტი მანამდე არ შეუქმნიათ.
რობოტები მრეწველობაში 50 წელზე მეტია გამოიყენება.ზოგიერთი რობოტი ადამიანზე სწრაფად და ზუსტად ასრულებს თავის მოვალეობას, ასეთია მაგალითად, სიმძიმეების აწევა და დაწყობა.რობოტს ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება დაუსრულებლად შეუძლია, თანაც ისე, რომ არ მოჰბეზრდება.რობოტებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს-არ იღლებიან.მართალია, ხანდახან შეკეთებას და ნაწილების შეცვლას საჭიროებენ, მაგრამ აბაზანაში შესვლას და ოჯახის სანახავად შინ წასვლას არ ითხოვენ.
გერმანიის ერთ-ერთ ავტომანქანის საამქროში 450-ზე მეტი რობოტი მუშაობს.ზოგიერთი რობოტი მანქანის ნაწილებს ადუღებს, ზოგი პატარა ჭანჭიკებს უჭერს, ზოგიც ლაზერით ფანჯრის მინებს აერთებს, ნაწილი-აწყობილ მანქანაში საწვავს ასხამს.
ჰუმანოიდი რობოტი "პეპერი" მსოფლიოში პირველი რობოტი გახდა, რომელიც საშუალო სკოლაში ივლის."ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ სკოლაში სწავლის შესაძლებლობა მომეცემოდა. პირობას ვდებ, რომ კარგი სწავლისთვის თავს არ დავზოგავ", - განაცხდა "პეპერმა".
CNN-ის ინფორმაციით, იაპონური SoftBank Robotics Corp-ის მიერ წარმოებული ერთი ცალი ჰუმანოიდი რობოტის ღირებულება 1 600 დოლარს შეადგენს. თანხას ასევე ემატება დაზღვევის საფასური 200 დოლარი. თუმცა, სამი წლის განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფითა და მომსახურებით Pepper-ის შეძენა მომხმარებელს დაახლოებით 8 ათასი დოლარი დაუჯდება.
აღსანიშნავია ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც 42 წლის ჰონგ-კონგელმა დიზაინერმა, შექმნა, რომელიც ჰგავს სკარლეტ იოჰანსონს .
უმანოიდის შესაქმნელად გამომგონებელს წელიწადნახევარი და 50 000 დოლარი დასჭირდა. ჰუმანოიდის სხეულის 70% 3D-პრინტერის მეშვეობითაა შექმნილი და დისტანციურად, ხმოვანი მიკროფონის დახმარებით იმართება. ჰუმანოიდ "სკარლეტ იოჰანსონს" კიდურების გამოძრავება, თავის მოტრიალება, საუბარი, მიმიკური მოძრაობების შესრულება და ბრძანებებზე რეაგირება შეუძლია.
რობოტები, რომლებიც ადამიანებს ძალიან გვანან.