x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცხონებული ირაკლი ცოცხალი რომ იყოს, ახლიდან მოკვდებოდა- ეკა ყურშიტაშვილი ცირა კობიაშვილის ნამღერზე

მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ამას უფრო საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, ამ წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღიდან კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბავით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის სახალხო "სექსს", რომ აღარაფერი ვთქვა მერსის მკერდსა და შიშველ "სადია" თამო ვაშალომიძეზე. დღევანდელი სტატია კი ახალ გამომცხვარ მომღერალ ცირა კობიაშვილს ეხება, რომელსაც ბევრის აზრით მხოლოდ და მხოლოდ პიარისთვის იყენებს რუსთავი2, ზოგი მიიჩნევს რომ მართლაც ნიჭიერია. თუმცა სანამ სტატიის უმთავრეს თემაზე გადავიდოდე, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პოპულარული მუსიკალური შოუ X Factor-ის ქართული ანალოგი ტელეარხ "რუსთავი 2"-ზე პირველად 2013 წლის 14 აპრილს გავიდა. პირველი სეზონის ჟიურის წევრები იყვნენ: მუსიკალური პროდიუსერი - სტეფანე მღებრიშვილი, საბერძნეთში მოღვაწე ქართველი პოპ ვარსკვლავი - თამთა გოდუაძე, მომღერალი და მუსიკოსი, ჯგუფ "Eldrine-ს" სოლისტი - სოფო ტოროშელიძე, ტელეწამყვანი - გიორგი გაბუნია. წამყვანები: "რუსთავი 2"-ის პროგრამირების და მარკეტინგის მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი და ცნობილი მსახიობი ია სუხიტაშვილი. როგორც უკვე ცხადია პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა თორნიკე ყიფიანი. წელს მეგა შოუ X Factor-ის მე-3 სეზონი დასასრულს უახლოვდება. მენტორები კი სოფო ნიჟარაძე, გიორგი გაბუნია, ნინა სუბლატი და ნიკა გვარამია არიან. გასულ ორშაბათს კი დარჩენილმა კონკურსანტებმა მეექვსე ლაივ კონცერტზე ორ-ორი სიმღერა შემოგვთავაზეს, რომელთაგან თითო- ყველამ ქართული იმღერა. ცირა კობიაშვილი, რომელიც გიორგი გაბუნიას გუნდშია, მაყურებელმა სწორედ ამ პროექტის საშუალებით გაიცნო. ის ყოველთვის იყო განკითხვის ეპიცენტრი, ბევრი მიიჩნევს, რომ ნიჭიერი მომღერალი და ამავდროულად ძალიან სექსუალურია, თუმცა თვით ერთ-ერთი მენტორისა და მსმენელის უმეტესი ნაწილისთვის ის მხოლოდ "ყალბი გოგოა".


როგორც უკვე ავღნიშნე, გასულ ორშაბათს ცირამ ირაკლი ჩარკვიანის- "მოდი აქ" შეასრულა, რომლითაც მოხიბლა საკუთარი მენტორი და ასევე ნიკა გვარამია, რომელმაც თავი ვერ შეიკავა და სიმღერის პროცესში ცირას სცენაზეც კი აუხტა. ეს შემთხვევა და ცირას ნამღერი კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების განსჯის საგანი და კომენტარის დაწერა არც ეკა ყურშიტაშვილს არ დაეზარა, რომელმაც ერთ ხაზში შეაფასა ცირას ნამღერი- "რა სიმღერა გააბანძა აფსუს. ცხონებული ირკალი ცოცხალი რომ იყოს, ახლიდან მოკვდებოდა, ეჰ..."- წერს ეკა.


image

1
1305
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1305
  
2016, 4 ივლისი, 11:42
ასეა ცხოვრება– "უკუდო ხარი კუდიანს ბუზებს უგერიებდაო".
ბოღმა და შურია ქართველის ყველაზე დიდი მტერი...
0 1 1