ქალთა ფრენბურთის "პლუსები" ( ფოტოები )
ფრენბურთის “საპასპორტო’’ მონაცემები ცნობილია: თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქისჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს “მინონეტი’’ უწოდა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქსპრიფგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი (volley - მფრინავი) უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც. 1990 წელს ფირმა “სპოლდინგმა’’ დაამზადა ფრენბურთის სათმაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები.
პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის საექსპედიციო ჯარების ჯარისკაცებმა ფრენბურთი ევროპასაც გააცვნეს. თამაშმა მალე პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში. 1922 წელს ბრუკლინში პირველი ამერიკული შეჯიბრებაც გაიმართა ფრენბურთში. იმავე წელს შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ფრენბურთის (და ხელბურთის) ფედერაცია. 20-ან წლებში ასეთივე ფედერაციები შეიქმნა სსრ კავშირში, ბულგარეთში, აშშ-ში, იაპონიაშიდა სხვაგან.
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ფრენბურთმა სწრაფი პოპულარობა განიცადა. 1936 წელს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სტოკჰოლმისკონგრესზე პოლონეთის დელეგაციამ დააყენა წინადადება შეექმნათ ფრენბურთის კომისია, როგორც ფედერაციის შემადგენელი ორგანო. კონგრესმა ეს წინადადება მიიღო და შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში 22 ქვეყნის წარმომადგენელი შევიდა.
მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, 1947 წლის 18 - 20 აპრილს პარიზში გაიმართა ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (Federation Internationale de Volleyball - FIVB ) დამფუძნებელი კონგრესი. დამფუნებელი ქვეყნები იყვნენ: ბრაზილია, უნგრეთი, ეგვიპტე, იტალია, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, აშშ, ურუგვაი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია და იუგოსლავია.
ქალთა ფრენბურთი განსაკუთრებული პოპურალობით სარგებლობს მამაკაცთა შორის. მიზეზი კი ნათელია.. გთავაზობთ ფოტოებს: