x
image
ციცი
Mediator image
გამაოგნებელი ფაქტი, რომელიც თბილისის ბავშვთა კლინიკაში მოხდა-"ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ "კვება" გაუშვია...."

image

სოციალური ქსელის მომხმარებელი მაგდა კალანდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამაოგნებელ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ბავშვთა კლინიკაში მოხდა. ამგვარი ფაქტები კი არაერთია, რომლებიც მედპერსონალის შეცდომებსა და დაუდევრობას მოყვება ხოლმე და რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ:


"ალბათ ბოდიში უნდა მოვიხადო იმის გამო, რომ რასაც ახლა აქ ვწერ, აქამდე ვერ დავწერე - მეგობრებს ვუყვებოდი პერიოდულად, ვპირდებოდი, რომ საჯაროდ დავწერდი და ვერ ვქენი.
ბოდიში.
მეგონა, მეტსაც შევძლებდი, ვიდრე ფეისბუქის პოსტია, მაგრამ რახან ჩემი ლიზა ცოცხალი დავიბრუნე სახლში (და არა ჯანმრთელი), სხვა ვეღარაფერზე ფიქრი ვერ შევძელი.
ჰო, ლიზას საავადმყოფოში ყოფნის ამბავზეა ეს პოსტი.
ბავშვთა ახალ კლინიკაში იწვა ლიზა, ფილტვების ანთებით, პლევრიტით და სითხით ფილტვში. დრენირება არ დასჭირდა, დაემორჩილა ანტიბიოტიკს.
ახლა დანარჩენი:
1) პირველივე დღეს ექთნები ხმადაბლა საუბრობდნენ ერთმანეთში-ვიღაც ექთნის ამბავს ჰყვებოდნენ, გუშინ რომ გაუშვეს სამსახურიდან და ეს როგორ დაემართაო. მერე ამბობდნენ, რომ ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ზოგი ამბობდა, რომ ეგრეც არ არის, ეს ვერ დაგემართება. მეორე დღეს სხვა მორიგე ექთნებმა რომ გააგრძელეს იგივე საუბარი, ვკითხე, დიდი ბოდიში, მაგრამ მესმის ყველაფერი და უნდა ვიცოდე რა შეეშალა ასეთი ექთანს-მეთქი. უი, მოგვკლავს ექიმი, რომ გაიგოს, გითხარითო. მეთქი, დამშვიდდი, თქვი.
...თურმე ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ კვება გაუშვია (კვება, ანუ, მაგ. "ჰუმანა").
ბავშვს რა მოუვიდა-მეთქი.
არ მომკვდარა, მძიმედააო.
მშობლებმა ცოცხალი რატომ დატოვეს ან ექთანი, ან ვინმე ამ გადახურულში-მეთქი.
მშობლებს არ გაუგიათ ეს ამბავი, ექთანი სამსახურიდან გაუშვეს და ბავშის მდგომარეობა ისეც მძიმე იყო, უთხრეს, რომ დამძიმდაო.
...მეორე დღეს სხვა ცვლას ვკითხე, ის ბავშვი როგორაა-მეთქი.
შეცბნენ.
უი, იმ ბავშვს სამბალიანი კომა ჰქონდა ისედაც, იმის გაღვიძებას არც არავინ ელოდებაო, მშობლები წელიწადში ერთხელ აკითხავენო.
მეთქი, რამდენი წლისაა (უკვე აღარ მჯერა).
პატარაა ძალიან, თვეებისო.
მოვკეტე.
დამთავრდა ეს ამბავი. არავინ იცის, ის ბავშვი ცოცხალია თუ არა.
2) მოსაწევად ჩავედი. ახალგაზრდა, მაღალი ბიჭი იყო აყუდებულლი კედელს, გარშემო ჩემნაირი, ჩვენნაირი მეგობრები, ტატუებიანი, პირსინგებიანი ტიპები ეხვია, ახალგაზრდა გოგოები. ტიროდა ეს ბიჭი, ჩუმად... ტიროდა ყველა, ჩუმად...
ტელეფონმა დაურეკა.
შვილი მომიკვდაო.
გამახსენდა-დილით, დათო რომ შევცვალე, დათომ მითხრა, ამ დილას გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 2 თვის ბავშვი, პალატიდან უცებ გადაიყვანეს რეანიმაციაში და არავინ ვიცით, რა მოხდაო.
მეთქი, ესაა.
ავედი ზემოთ.
ავედი და ნახევარ საათში დედის კივილი გაისმა (ლიზამ ამ დროს გაიგო, რომ თურმე ბავშვებიც იღუპებიან-რა მეთქვა. შეშინებული იყო მერე, არ ეგონა, რომ ავადმყოფობამ ბავშვი შეიძლება, მოკლას).
...დერეფანში გავცვივდით (კივილი არ ჩაცხრა, ერთმანეთს ემატებოდა ხმები, ავდექით და გავცვივდით ყველა, ფანჯარას მივასკდით).
ამბავს მოჰყვნენ: რაღაც ვირუსით მოიყვანეს ბავშვი, პალატაში იწვა დედასთან ერთად, ვერ ჭამდა თავისით, ზონდი ჩაუდგეს... და აღმოჩნდა, რომ ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი, ღამით საკვები რომ მისცეს, ჩაეღვარა ბავშვს, დედას ეძინა და ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა. დილით რეანიმაციაში ვეღარაფერი უშველეს.
როგორ ჩაეძინაო - დედაზე ამბობდნენ და ამას მოაყოლეს, ექთნებიც იქვე იყვნენ.
3) გამოწერის დღეს. დათო მიყვება: თითი მოაჭრა ექთანმა თვის ბავშვს. კათეტერს ხსნიდა ხელიდან, მაკრატლით ლეიკოპლასტირს უჭრიდა და თითი მიაყოლა. თითი მიაკერეს, სასწრაფოდ გადაიყვანეს ქირურგიულში, მხოლოდ ფრჩხილი აღარ გაეზრდებაო.
პ.ს. სხვა უფრო "რბილ" შემთხვევებს აღარ ვყვები.
პ.ს.ს. ლიზა სახლში ენტეროვირუსით წამოვიყვანე, რომელიც მერე ყველას გადაგვედო და 2-3 დღე სათითაოდ ყველამ სიცხეებსა და რწყევაში გავატარეთ."

ამ პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც ქართულ კლინიკებში მომხდარ საშინელ ამბებს იხსენებენ: imageimageimageimageimageimageimageimageimage

0
402
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0