x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა საიდუმლოს ინახავს ძეგლი მოცეკვავე ქალები? სევდიანი ისტორია
სიტყვა ისტორია ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თხრობას, მოთხრობას და არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას. მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, დღემდე ამოუხსნელ და მისტიურ ამბებს, სახალისო შემთხვევებს და ა.შ.


ქანდაკება, სკულპტურა (ლათ. sculptura, sculpo — გამოჭრა, ვთლი) სახვითი ხელოვნების გამოსახულებაა. სკულპტურების მთავარი ჟანრია — პორტრეტი, ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სიმბოლური, ალეგორიული გამოსახულება და სხვა. ძირითადი შემადგენლობაა ლითონი, ქვა, თიხა, ხე, გიფსი. იტალიური რენესანსის დროიდან მოყოლებული მოქანდაკეები ქმნიდნენ რეალური საგნების, რეალური სამყაროს მეტ–ნაკლებად ზუსტ გამოსახულებებს. სკულპტურა ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა თვითგამოხატვის საშუალებას. ეს იყო სახალხო ხელოვნება რომელიც შენობებს, სხვადასხვა დაწესებულებებს დეკორს უკეთებდა. სკულპტურა გამოიყენებოდა სხვადასხვა ისტორიული მოვლენის, დღესასწაულის თუ პიროვნების უკვდავსაყოფად.


დღევანდელ სტატიაში სწორედ რომ ერთი ძეგლის საიდუმლოს შესახებ მინდა მოგითხროდ, რომლის ისტორია სევდას მოგგვრით.


image



საბერძნეთის ერთ-ერთი სოფლის, კამარინას ზემოთ, უზარმაზარ მთებ ზალონგოს კლდეებზე განლაგებულია მოცეკვავე ქალების ძეგლი, რომლის ისტორია აქამდე უცნობი იყო და ერთ-ერთმა უცხოურმა საიტმა გაგვანდო მისი საიდუმლო. ეს ქალბატონები ზალონგოს მაცხოვრებლები იყვნენ, რომელთაც შვილებთან ერთად ცეკვა-სიმღერით სწორედ ამ კლდიდან ჩაიდინეს მასობრივი თვითმკვლელობა, ვინაიდან თავიდან აეცილებინათ დამპყრობი ოსმალი ალი ფაშას სასტიკი ჯარისკაცების ტყვეობისთვის თავი. ეს ტრაგიკული მოვლენა 1803 წელს "სულიოტის" ბრძოლის დროს მოხდა და მასობრივ თვითმკვლელობას 50 ქალი და ბავშვი შეეწირა, ინციდენტი კი ისტორიას "მოცეკვავე ზალონგო"-ს სახელით შემორჩა.


როგორც ისტორიული წყაროები იუწყება, სილუოტი იყო ოსმალი ლტოლვილი ჩასახლებული საბერძნეთის სოფელ პარამიტას მაღალმთიან რაიონში, სადაც შემდეგ საკუთარი ავტონომია ჩამოუყალიბებია. მას შეუერთდნენ ადგილობრივებიც, გაიზარდნენ რაოდენობრივადაც და ძალების თვალსაზრისითაც ისე, რომ ოსმალების წინააღმდეგ გასალაშქრებლად მზად იყვნენ. არ იხდიდნენ ხარკს და პირიქით, გადასახადებს ითხოვდნენ ადგილობრივი თურქებისგან. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში კი მათ მფლობელობაში უკვე 60 სოფელი იმყოფებოდა. უშფოთველად ცხოვრობდნენ 60 წლის მანძილზე, მათ წინააღმდეგ იბრძოდა ოსმალეთი, თუმცა უშედეგოდ მანამ, სანამ ხელისუფლებაში ალი ფაშა არ მისულა.


ალი ფაშას პირველი გალაშქრება სილუოტის წინააღმდეგ უშედეგოდ დამთავრდა, როგორც მომდევნო. ბოლოს დამპყრობელი მიხვდა, რომ მოღალატის გარეშე ძლიერი კონკურენტების ხელში ჩაგდება შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, სილუოტებს შორის მოღალატის დახმარებით მან ჯერ სატრანსპორტო გზები ჩაკეტა, ხოლო როდესაც სურსათის მარაგი ამოეწურა მოსახლეობას, მან შეძლო სოფლებისთვის ალყა შემოერტყა და მძევლები აეყვანა. ასორმოცდაათამდე ადამიანმა შეძლო გაქცევა და თავი სწორედ ზალონგოს მთებს შეაფარეს, თუმცა მტერი მათ იქაც მიადგა და ამიტომ დანებება მოუწიათ, ქალების უმეტესობა კი შვილებთან ერთად, სულ ორმოცდაათი მათგანი, ცეკვა-სიმღერით ხტებოდა კლდიდან და ჩაიდინეს მასობრივი თვითმკვლელობა, რათა მტრების მონებად არ ქცეულიყვნენ.


მასობრივი თვითმკვლელობის ისტორია მთელს ვეროპაში მალევე გავრცელდა და ამ ტრაგიკულ მოვლენას არაერთი სიმღერა, ლექსი თუ ნახატი მიეძღვნა. ფრანგმა მხატვარმა არი შეფერმა ამ თემაზე მონუმენტური ფერწერა შეასრულა, რომელიც ლუვრის გალერეაში ინახება. 1961 წელს კი 13 მეტრი სიმაღლის ქანდაკება დაიდგა ზალონგოს მთებზე, რომელზეც გამოსახულია ექვსი ხელჩაკიდებული მოცეკვავე, აბსტრაქტული ქალი, ნიშნად მათი გმირული საქციელისა.


imageimageimageimageimage

0
295
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0