ირლანდიელ ფოტოგრაფს ალან დიქსონს ყველა ცხოველთან შეუძლია დამეგობრება. ამის მტკიცებულება, აქ წარმოდგენილი ფოტოსურათებია, რომლებზეც ის სხვადასხვა ცხოველებთან ერთად არის გადაღებული.
«თითო სელფის გადაღებაზე, 5 წუთიდან - 3 საათამდე დრო არის საჭირო. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მოიპოვებთ ცხოველის ნდობას და როდის იგრძნობს ის თავს უსაფრთხოდ. სურათებზე არა ჩანს, თუ რამდენად ვისვრები მტვრით და ტალახით, გადაღების წინ, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს!».
ფოტოგრაფი მათ, ვისაც ასეთივე სურათების გადაღების სურვილი აქვთ, ურჩევს, რომ არ მოახდინონ ცხოველის პროვოცირება, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოიპოვონ მისი ნდობა. «მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, დარწმუნდით, რომ თქვენს წინაშე ნიანგი არ არის» – ღიმილით ამბობს ალანი.