სხვა მაიკლ ჯექსონის სახლში საბავშვო პორნოფილმების კოლექცია აღმოაჩინეს 2016, 21 ივნისი, 23:10 პოლიციამ სახალხო გახადა ლეგენდარული მომღერლის სახლის ჩხრეკის შედეგები ბრალდების წაყენებიდან 13 წლის შემდეგ.
აშშ-ში სამართალდამცავებმა გამოაქვეყნეს აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი პოპ-მომღერლის სახლის Neverland-ის ჩხრეკის შედეგები. ჩხრეკა პოპ-მუსიკის მეფის სასახლეში 2003 წელს განხორციელდა.ჯექსონის სახლში 7 პორნონაკრები და ფოტოები აღმოაჩინეს, სადაც ნახევრად შიშველი ან სრულიად შიშველი მოზარდი ბიჭუნები არიან აღბეჭდილები. როგორც Daily Mail -ი იუწყება, სამართალდამცავების ინფორმაციით ზოგიერთი ფოტო საშინლად ამზრზენი და შოკისმომგვრელია.მაგალითად ფოტოებზე ასახულია ბავშვების წამება და სადომაზოხიზმის სცენები. კოლექციაში არის რარიტეტული ნიმუშებიც. მაგალითად:"შიშველი მოზარდების ფოტოები, XIX საუკუნის მიწურული". ამასთან ერთად აღმოჩენილია უამრავი ვიდეორგოლები კომპიუტერის მყარ დისკზე, ვიდეოკასეტები, პორნოგრაფიული ფოტოები ბავშვებთან, მამაკაცებთან, ტრანსსექსუალებთან.აგრეთვე აღმოჩენილია დღიური და აუდიოჩანაწერები, რომელიც სრულად ადასტურებს მაიკლ ჯექსონის ბრალეულობას პედოფილიაში და არასრულწლოვანების გარყვნაში. თავის მხრივ Radar Online-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც ნათლად ჩანს, რომ სუპერპოპულარული მომღერალი, როგორც მტაცებელი ისე იქცეოდა, იგი ნარკოტიკებით მანიპულირებდა მოზარდების წინააღმდეგ.აგრეთვე თავის გარყვნილი ქმედებებისთვის იყენებდა სისხლს, მსხვერპთშეწირვას, რომ მორჩილების ქვეშ ჰყოლოდა ბავშვები. "მაიკლმა აღიარა, რომ ერთ არასრულწლოვან სექსუალურ პარტნიორს მეორეთი ცვლიდა და ეს გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში.ჩვენ დავადგინეთ 5 ბიჭუნასთან სექსუალური კავშირი.ეჭვის ნატამალიც არ არსებობს, რომ მაიკლ ჯექსონმა არასრულწლოვანების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა."-ასეთი კომენტარი გააკეთა რონ ზონენმა, რომელიც 2003 წელს სანტა-ბარბარის საოლქო პროკურორის მთავარი თანაშემწე იყო. შეგახსენებთ, რომ 2003 წელს მაიკ ჯექსონი პედოფილიის ბრადებით სასამართლოს გადასცეს, ხანგრძლივი გაჭიანურებული პროცესების შემდეგ, პოპ-მომღერალი საბოლოოდ გაამართლეს. // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e 415 6-ს მოსწონს 2-ს არა
|