სხვა განძი, რომელიც 1939 წელს მიტოვებულ ბინაში აღმოაჩინეს 2016, 19 ივლისი, 14:02 ![]() ![]() 1939 წლიდან ეს ბინა ჩაკეტილი და მიტოვებული იყო. ის აუქციონისტებმა მხოლო 70 წლის შემდეგ გახსნეს, ბინის ახალი მფლობელების მოთხოვნით და მოულოდნელად, განძი აღმოაჩინეს. ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მოხდა. 23 წლის ახალგაზრდა ქალბატონმა, ვინმე დე ფლორიანმა, მიატოვა თავისი მდიდრულად მოწყობილი ბინა პარიზში. სავარაუდოდ, მას შეტყობინეს, რომ ქალაქში შესვლას გერმანელები აპირებდნენ. ![]() ![]() ![]() მან სწრაფად ჩაალაგა ნივთები, დაკეტა ბინა და თავისუფალ ზონაში გადავიდა — ქვეყნის სამხრეთში, ბევრად უფრო უსაფრთხო იყო ცხოვრება. ![]() ![]()
ბინა საუკუნის დასაწყისის სტილში იყო მოწყობილი. სასადილო ოთახში ყველა სახის ჭურჭელი და სუფრის გასაწყობად საჭირო ნივთები იყო. ხელოვნების ნიმუშები კი კედლებიდან იყო ჩამოხსნილი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სხვაგან გადატანას აპირებდნენ, მაგრამ საამისოდ, დრო აღარ ეყოთ. ![]() ![]() ![]() ეს უჩვეულო, მდიდრულად გაფორმებული ტუალეტის მაგიდა, ისე იყო მიტოვებული, რომ მისი მნახველი იფიქრებდა, რომ პატრონი გასული იყო და მალე დაბრუნდებოდა სახლში. ![]() ![]() ![]() ამ ძვირფას ნივთებს შორის, იქვე, ოთახის კუთხეში, იმ დროს პოპულარული მიკი მაუსი და სხვა სათამაშოები ეწყო. ![]() ![]() ყველაზე დიდი გაოცება და აღფრთოვანება, ბინაში არსებულ ნივთებს შორის, გამოიწვია სურათმა, რომელზეც ასახული იყო ქალი ვარდისფერ საღამოს კაბაში. ჩატარებული ძიების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ბინის წინანდელი მეპატრონის, მარტა დე ფლორიანის პორტრეტი. ![]() ![]() ![]() პორტრეტის ავტორის ვინაობის დადგენა კი, გარკვეული დროის მანძილზე ვერ მოხერხდა. თუმცა, ხელოვნებათმცოდნეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პორტრეტი ცნობილი იტალიელი მხატვრის ჯოვანი ბოლდინის მიერ იყო შექმნილი. ![]() ![]() მალე ამ დასკვნის მტკიცებულებაც გამოჩნდა – წერილი, რომელიც მხატვრისა და იმ პერიოდში, ცნობილი მსახიობის, მარტა დე ფლორიანის ახლო ნაცნობობაზე მეტყველებდა. როგორც გაირკვა სურათი 1888 წელს იყო შექმნილი, როდესაც მარტა 24 წლის იყო. ყველა დეტალის დადგენის შემდეგ, პორტრეტი აუქციონზე 3, 4 მლნ. დოლარად გაიყიდა. ![]() ![]() ![]()
2205 7-ს მოსწონს 1-ს არა
|