x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
განძი, რომელიც 1939 წელს მიტოვებულ ბინაში აღმოაჩინეს
image

image

1939 წლიდან ეს ბინა ჩაკეტილი და მიტოვებული იყო. ის აუქციონისტებმა მხოლო 70 წლის შემდეგ გახსნეს, ბინის ახალი მფლობელების მოთხოვნით და მოულოდნელად, განძი აღმოაჩინეს.

ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მოხდა. 23 წლის ახალგაზრდა ქალბატონმა, ვინმე დე ფლორიანმა, მიატოვა თავისი მდიდრულად მოწყობილი ბინა პარიზში. სავარაუდოდ, მას შეტყობინეს, რომ ქალაქში შესვლას გერმანელები აპირებდნენ.

image

image


image

მან სწრაფად ჩაალაგა ნივთები, დაკეტა ბინა და თავისუფალ ზონაში გადავიდა — ქვეყნის სამხრეთში, ბევრად უფრო უსაფრთხო იყო ცხოვრება.

image

image

imageამის შემდეგ, ის მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე იხდიდა ბინასთან დაკავშირებულ ყველა გადასახადს, მაგრამ პარიზში აღარასოდეს დაბრუნებულა. ქალბატონი 2010 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა და სწორედ მაშინ შეიტყვეს მისმა მემკვიდრეებმა, პარიზული ბინის არსებობის შესახებ. მათ აუქციონისტი ოლივიე შოპენ-ჟანვრი დაიქირავეს ბინაში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხნის მანძილზე იყო ბინა დაკეტილი, ოლივიე და მისი თანამშრომლები სულმოუთქმელად ელოდნენ კარების გაღებას, რომ ენახათ, თუ რა იყო შიგნით და მასში შესვლის შემდეგ, აუქციონერებს სუნთქვა შეეკრათ. ბინა ნამდვილი დროის მანქანა აღმოჩნდა, რომელმაც მომენტალურად გადაიყვანა ყველა იქ მყოფი, გასული საუკუნის 40-იან წლებში.

ბინა საუკუნის დასაწყისის სტილში იყო მოწყობილი. სასადილო ოთახში ყველა სახის ჭურჭელი და სუფრის გასაწყობად საჭირო ნივთები იყო. ხელოვნების ნიმუშები კი კედლებიდან იყო ჩამოხსნილი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სხვაგან გადატანას აპირებდნენ, მაგრამ საამისოდ, დრო აღარ ეყოთ.

image

image

image

ეს უჩვეულო, მდიდრულად გაფორმებული ტუალეტის მაგიდა, ისე იყო მიტოვებული, რომ მისი მნახველი იფიქრებდა, რომ პატრონი გასული იყო და მალე დაბრუნდებოდა სახლში.

image

image

image

ამ ძვირფას ნივთებს შორის, იქვე, ოთახის კუთხეში, იმ დროს პოპულარული მიკი მაუსი და სხვა სათამაშოები ეწყო.

image

image

image

ყველაზე დიდი გაოცება და აღფრთოვანება, ბინაში არსებულ ნივთებს შორის, გამოიწვია სურათმა, რომელზეც ასახული იყო ქალი ვარდისფერ საღამოს კაბაში. ჩატარებული ძიების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ბინის წინანდელი მეპატრონის, მარტა დე ფლორიანის პორტრეტი.

image

image

image

პორტრეტის ავტორის ვინაობის დადგენა კი, გარკვეული დროის მანძილზე ვერ მოხერხდა. თუმცა, ხელოვნებათმცოდნეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პორტრეტი ცნობილი იტალიელი მხატვრის ჯოვანი ბოლდინის მიერ იყო შექმნილი.

image

image

image

მალე ამ დასკვნის მტკიცებულებაც გამოჩნდა – წერილი, რომელიც მხატვრისა და იმ პერიოდში, ცნობილი მსახიობის, მარტა დე ფლორიანის ახლო ნაცნობობაზე მეტყველებდა. როგორც გაირკვა სურათი 1888 წელს იყო შექმნილი, როდესაც მარტა 24 წლის იყო. ყველა დეტალის დადგენის შემდეგ, პორტრეტი აუქციონზე 3, 4 მლნ. დოლარად გაიყიდა.
ბინის მიტოვების ისტორია ყველასთვის გასაგები და მისაღებია, მაგრამ ისმის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ-ჯერობით არ არსებობს: რატომ აღარ დაბრუნდა ბინის მეპატრონე სახლში ომის შემდეგ? ან რატომ იხდიდა ბინის ქირას 70 წლის მანძილზე?

image

image

image

0
2204
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0