სხვა რუსმა ინჟინერმა "მონსტრი" შექმნა! 2016, 21 ივნისი, 16:18 ტექნოლოგია დღითი-დღე განვითარების და ევოლუციის პიკს აღწევს. მეცნიერები,
პროგრამისტები და ინჟინრები თავისუფალ დროს ახალ აღმოჩენებსა და გამოგონებებზე
ხარჯავენ. ერთ-ერთ რუს ინჟინერმა შექმნა საოცარი მონსტრი.
რუს ინჟინერს, ამ რობოტ-მორიელის შექმნამ, რამოდენიმე წელიწადი წაართვა, თუმცა ყველაფერი შედეგიანად დასრულდა. შექმნა ისეთი რაღაც, რაც დღემდე არ ნახულა!!! რა შეუძლია ამ გიგანტურ მოსტრს?! ინჟინერმა რობოტი 5 წელიწადში შექმნა. წვალების შედეგად, "მონსტრი" უკვე ebay-ზე იყიდება. 1991 წელს წარმოებული Scorpion-ის სიგრძე 8.5 მეტრია. ხოლო სიგანე 3 მეტრას აღწევს. "მონსტრის" წარმოება 1991 წლიდან დაიწყო, თუმცა რამოდენიმე წლის განმავლობაში მისი შეკეთება ვერ მოხერხდა. ჯამში სულ 5 წელიწადი დასჭირდა დღევანდელ მდგომარეობამდე. ამ "მონსტრის" კონტროლი შესაძლებელია კომპიუტერით. 21 ელექტრო-სიმძლავრიდან გამომდინარე მას შეუძლია მკლავების და კიდურების მოძრაობა. რობოტის გამოყენება დასახლებულ პუნქტებში სასტიკად აკრძალულია. დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ, დაუსახლებელ სივრცეებში. "მოსტრის" კუდი ცეცხლს აფრქვევს! ინჟინერის მიზანი იყო რობოტ-მორიელის უფრო მიმზიდველ რობოტად გადაქცევა. ეს მოახერხა კიდეც, თუმცა კრიტიკოსების აზრით ეს ერთგვარი სამხედრო ტექნიკად გადაიქცა. "მოსტრის" სამხედრო ძალებშიც გამოყენება შესაძლებელი იქნება რამოდენიმე დანამატის შემდეგ. eBay-ზე "მოსტრის" ღირებულება 50 000 დოლარს შეადგენს. მისი შეძენა, მსოფლიო მასშტაბით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. წარმოგიდგენთ "მონსტრის" საუკეთესო ფოტოებს... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1339 12-ს მოსწონს
|