უკვე რამდენი წელია ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იბრძვის, მაგრამ თავის საწადელს ვერ აღწევს. ჯერ იყო და მიხეილ სააკაშვილს სულ აკრიტიკებდა, ეხლა ცოტახნით შეწყვიტა და ბიძინა ივანიშვილზე გადავიდა. – ვინც ახლა ივანიშვილთანაა – პოლიტიკოსები, პარტიები, ექსპერტები, პოლიტოლოგები –
ყველა ნაყიდი ჰყავს. მასთან ყველა ანგარების გამო მივიდა და არა – იდეის. აქამდეც გამოდიოდა ასეთი სიტყვებით შალვა ნათელაშვილი, მაგრამ როგორც ჩანს ვერა და ვერ გააგებინა ხალხს თავისი სათქმელი.