ფოტოგრაფია ქალის... 9 ეტაპი - ყველაზე პროვოკაციული ფოტოპროექტი +13 2016, 22 ივნისი, 8:59 ფრანგმა ფოტოგრაფმა- ვინმე Alexandra Sophie-მ საკუთარი შეხედულებების გამო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ის ჯერ სულ რაღაც 20 წლისაა, თუმცა უკვე მოახერხა აელაპარაკებინა და პარალელურად გაეოცებინა მსოფლიო. 20 წლის ხელოვანს გააჩნია ქალის, როგორც პიროვნების, სრულიად განსხვავებული აღქმა და ამბობს, რომ "ქალი ეს არის ყვავილნარის ბაღი- Jardin Fleuris, რომელსაც განვითარების საკუთარი ეტაპები გააჩნია". კრიტიკოსები რის კრიტიკოსები არიან, რომ არ გაეპროტესტებინათ მისი შეხედულებები, რომლებიც დამწყებმა და უკვე წარმატებულმა ხელოვანმა ფოტოპროექტის სახით მოიტანა საზოგადოებამდე. ამ ფოტოთა გამოფენა მრავალ ქვეყანაში მოეწყო, თუმცა იმის გამო რომ კრიტიკოსებმა მის ნამუშევარს პროვოკაციული უწოდა, ზოგმა ქვეყანამ უარი თქვა მათ გამოფენაზე.
ისღა დამრჩენია წარმოგიდგინოთ Alexandra Sophie-ს პროვოკაციული ფოტოპროექტი, რომელიც ცხრა ფოტოს მოიცავს და ასახულია ქალის განვითარების სტადიები. 1. ქალწულის "ტერიტორია". 2. სქესობრივი მომწიფება. 3. ქალიშვილობის დაკარგვა. 4. სექსუალურობა. 5. ორსულობის პირველი ეტაპი- ახალი სიცოცხლის დაბადება. 6. დედა და მისი შინაგანი ბაღი. 1) 7. დედა და მისი შინაგანი ბაღი. 2) 8. ძუძუთი კვება. 9. მენოპაუზა. (კლიმაქტერიული პერიოდი) 5074 18-ს მოსწონს
|