საზოგადოება გაყიდვაში გამოვიდა მოწყობილობა, ნებისმიერი iPhone-ის გასატეხად 2016, 20 ივნისი, 16:59 უკვე გაყიდვაში გამოვიდა მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია iPhone-სა და iPad-ის გასატეხად ციფრული პაროლის შერჩევის მეთოდით.მსგავსი მოწყობილობა, IP Box-ის სახელწოდებით, აღმოჩნდა ინტერნეტ-მაღაზია Fone Fun Shop-ში 120 ფუნტ სტერლინგად ( დაახლოებით 170$). IP Box ახორციელებს brute force-ის მსგავსს თავდასხმას. ამისათვის მოწყობილობა უკავშირდება მობილურის დისპლეისა და კვების სისტემასApple-ის გაჯეტები დაცულია brute force-ის ტიპის თავდასხმებისგან - თუ მომხმარებელი რამოდენიმეჯერ არასწორად აკრიფავს პაროლს, მობილური ან ნპლანშეტი იბლოკება. მოწყობილობის ვერსიის მიხედვით, მცდელობის მაქსიმალური რაოდენობაა 3 ან 5. IP Box-ში გათვალისწინებულია ეს მომენტი. არასწორი კომბინაციის შეყვანისთანავე IP Box შლის მას, ასე რომ მოწყობილობა ვერ ასწრებს ინფორმაციულ მეხსიერებაში ჩაწეროს წარუმატებელი მცდელობა. ეს უფლებას იძლევა შევიყვანოთ არასწორი პაროლი შეუზღუდავი რაოდენობით. ჩატარებული ექსპერიმენტზე დაყრდნობით, 6 საათში გატეხეს 4-ციფრიანი ციფრული პაროლი iPhone 5c-ზე. პაროლი აღმოჩნდა 3298. 4-ციფრიანი ციფრული პაროლის გატეხვას მაქსიმუმ შეიძლება დასჭირდეს 17 საათი.თითო წარუმატებელ მცდელობაზე მოდის დაახლოებით 6 წამი 154 2-ს მოსწონს
|