x
მეტი
  • 09.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
"რა უნდა ამ ქალს ჩემგან? ნუ მაბრალებს რაღაცეებს..."-დაპირისპირება ნინია კაკაბაძესა და ხატია სიჭინავას შორის-"შეუძლებელია ჩემი კატეგორიის ქალი, შენს ნაბოდვარზე გაღიზიანდეს..."
image
ყოფილი ტელეწამყვანის ხატია სიჭინავას და მისი დედამთილის გარშემო ატეხილი სკანდალი ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

როგორც მოგეხსენებათ, ხატია სიჭინავა რამაზ ნოზაძის მეუღლეა და მათ უკვე სამი ქალიშვილი ყავთ. მიუხედავად ამისა, ხატიას დედამთილს მაინც არ ეხატება გულზე რძალი და საჯაროდაც არ ერიდება მის წყევლა-კრულვას.

რძალ-დედამთილს შორის სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხატიას დედამთილმა სოციალურ ქსელში გააზიარა მისი რძლის შესახებ დაწერილი სტატია.

ამის შესახებ ხატია სიჭინავამ ისაუბრა ტელეგადაცემა "პროფილში", სადაც მან განაცხადა, რომ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ მას მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უწოდა:


"რადგან ჩემს ქმარს ბევრ თავისუფლებას ვაძლევ, ნინია კაკაბაძემ სუსტი ყოფაქცევის ქალად მომიხსენია..."

ხატიას ამ განცხადებას ნინია კაკაბაძე გამოეხმაურა:

"რა უნდა ამ ქალს ჩემგან? ნანა კაკაბაძეში ვერევი? არ იცის ამან რომ მე "სუსტ ნებისყოფას" არ ვაღიარებ და არც სიტყვა ბოზის მნიშვნელობას?"imageროგორც ჩანს ნინია კაკაბაძეს მის შესახებ მსგავსი რამე არც კი დაუწერია და არც კი იცის მისი არსებობა:


"ვინაა ეს გოგო? ისეთ ადგილას ვარ ვიდეოს ვერ ვრთავ, მხოლოდ სათაური ვნახე..."

ნინია მისმა მეგობარმა ჩააყენა საქმის კურსში:

"ამბობს, რომ შენ დაგიწერია მასზე სტატუსი და გითქვამს, რომ ხატია სიჭინავა ძალიან ბევრ თავისუფლებას აძლევს თავის ქმარს და მგონი სუსტი ნებისყოფის ქალი უნდა იყოსო..."

ნინია კაკაბაძე თავის მართლებას არ აპირებს არც ხატიასთან და არც მის დედამტილთან, ვინაიდან იგი საეთოდ არ არის აზრზე ვინ და რა დაწერა და აღნიშნავს, რომ მას მსგავსი არაფერი დაუწერია მათზე.

"ძვირფასო ხატია, ქმარს თუ თავისუფლებას მისცემ "უცხოეთში", იგივეს უფლება მიეცი შენს თავს. სუსტი ყოფაქცევის ადამიანი არ არსებობს. ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია და ამას ნებისყოფასთან კავშირი არ აქვს. მორალისტებს ვგმობ მე ე.წ. ბოზებს კი არა...
დედამთილს უთხარი, ნუ მაბრალებს რაღაცეებს..."


imageimageimageimage

ხატია სიჭინავა ამ სტატუსის და კომენტარების გამო ნინია კაკაბაძეს დაუპირისპირდა და "ფეისბუქზე" დაპოსტა:


"საყვარელო ნინია, ჩემთვის ზოგადად საერთოდ არ არის საინტერესო შენი მსოფლმხედველობა... არც შენნაირების... არა ბოზების კი არა, ზოგადად იმ პიროვნების სხვისი ოჯახის ქექვა რომ აინტერესებს. რატომღაც მგონია, რომ არასოდეს განგიცდია რა არის პირადი ბედნიერება და ეს იმდენად ამოუცნობი ფენომენია შენთვის, არამგონია ჩვენი ურთიერთობა სწორად აღიქვა! ამიტომ შეუძლებელია ჩემი კატეგორიის ქალი, შენს ნაბოდვარზე გაღიზიანდეს. ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახია და შენ ღირებულებებს სხვა ამბებში ეძებ. ასე რომ... ბოდიში კომენტარს ვერ გიწერ და აქ მოგწერე. გისურვებ ბედნიერი იყო და ბოლოსდაბოლოს მიხვდე რა არის ნამდვილად ღირებული ამ ცხოვრებაში... პატივისცემით ხატია.
P.S. სილამაზის კონკურზე სიამოვნებით გავიდოდი შენთან ერთად, თორემ ვატყობ შენს მეგობრებს აწუხებთ ჩემი გარეგნობა..."image

0
651
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0